⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.03.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 23.09.2019
ძალის დაკარგვა 22.03.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,873 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2019 მიღება
22.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №32 2019 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე  მუხლების შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“ და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო“. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის №39 დადგენილება. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო“-ს შექმნასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოზე“ საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. მუხლი 2🔗 1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და  საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სააგენტოს აქვს ბეჭედი, შტამპები, ბლანკები საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5.  სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და  ანგარიში ხაზინაში. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, თამარაშვილის 15ა. მუხლი 2🔗. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) ეკონომიკური ინტეგრაციისა და მათი საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, განხორციელება და შეფასება, ასევე მათი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება და ეფექტური მართვა; ბ) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებისა  და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; გ) დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ინიცირებულ პროექტებში თანამონაწილეობა, მათი მართვა და მიღწეული შედეგების ანალიზი; დ) დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით შემუშავებულ პროგრამებში და პროექტებში მათი ჩართულობის ეფექტურობისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების ხელშეწყობა; ე) დევნილთა განსახლების ადგილებში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით გამწვანება-განაშენიანების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ვ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, შედეგების განზოგადება, ანალიზი და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტებისათვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსის ეფექტური ხარჯვა; თ) სააგენტოს ყოველწიური სამოქმედო გეგმის შემუშავება  და განხორციელება; ი) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არის აკრძალული.                მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლება-მოვალეობანი სააგენტოს უფლება მოვალეობებია: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით,  დევნილთა ეკონომიკური ინტეგრაციისა და მათი საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მიზნობრივი პროგრამებისა  და პროექტების განხორციელება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების შემუშავება და გამოცემა; გ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და  შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; დ) მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე    სამინისტროსათვის პერიოდულად მოხსენება; ე) დევნილ მოსახლეობასთან უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ურთიერთობის უზრუნველყოფა; ვ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით (შემდგომში-კანონმდებლობა), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს  ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელიც  კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს  და  თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით. 3. სააგენტოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა)  წარმართავს   სააგენტოს  საქმიანობას   და  წყვეტს  სააგენტოს   გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თვალყურს  ადევნებს  სააგენტოს  სტრუქტურული  ქვედანაყოფების  მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოში დასაქმებულ მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ე) დებს შრომით ხელშეკრულებებს; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით წყვეტს სააგენტოს მოსამსახურეების წახალისების საკითხებს; ზ)   სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს; თ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ი) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივს აქტს – ბრძანებას; კ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს,  ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; მ) წარმოადგენს სააგენტოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; ნ) ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ო) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; პ) სამინისტროსთან ათანხმებს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს; ჟ) ახორციელებს  საქართველოს  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ბრძანებით დაკისრებულ სხვადასხვა ამოცანებს. 4. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე. 5. სააგენტოს უფროსის მოადგილეს სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს  და  თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი. 6. სააგენტოს უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის  მოადგილე. 7. სააგენტოს უფროსის მოადგილის  ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული  სამმართველო; ბ) დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების სამმართველო; გ)  დარგობრივ საკითხთა სამმართველო. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამმართველო ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული  და  სხვა   სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დ) სააგენტოს მიერ ჩატარებულ თათბირების საოქმო წარმოების უზრუნველყოფა; ე) საქმიანობის  პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებთან ერთად სხვადასხვა რეკომენდაციებისა და წინადადებებისა მომზადება; ვ)  სააგენტოს შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის    უზრუნველყოფა; ზ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სწორად და ეფექტურად გამოყენების კონტროლი, ასევე ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ქონების აღრიცხვიანობისა და დაზიანების კონტროლი; თ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება; ი) სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, საჯარო  მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;    კ) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას, დოკუმენტების შესრულების კონტროლს, საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას, დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა; მ) სააგენტოში შემოსულ მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ნ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და  ვიზირება მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად; ო) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; პ) სააგენტოში დასაქმებულ  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ჟ) სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის  ჩატარების უზრუნველყოფა; რ)  კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 7🔗. დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების სამმართველო დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენციაა: ა)  ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში დევნილთა ინტეგრაციის მიზნით  პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, განხორციელება და შედეგების ანალიზი; ბ)  დევნილთა საჭიროებების უზრუნველყოფის  მიზნით თანამშრომლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;    გ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამონაწილეობის ფორმატში დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშემწყობი პროექტების შემუშავება, მართვა და მონიტორინგი, შედეგების ანალიზი; დ) აგრარულ სექტორში დევნილთა და აფხაზეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ბიზნეს  ინიციატივების მხარდაჭერა მატერიალური და ფინანსური აქტივებით; ე) დევნილთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება სასწავლო კურსების, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზების გზით; ვ) საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გავრცელება დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ; ზ)  მცირე და საშუალო ბიზნესში, მათ შორის აგრარული მიმართულებით დასაქმებული ან დასაქმებით დაინტერესებული დევნილთათვის გრანტების გაცემის პროცედურებში მონაწილეობის მიღება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; თ) დევნილთა ჩართულობის ხელშეწყობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში; ი)  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია - მოვალეობების განხორციელება. მუხლი 8🔗.  დარგობრივ საკითხთა  სამმართველო დარგობრივ საკითხთა  სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენციაა: ა) დევნილთა განსახლების ადგილებში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით გამწვანება-განაშენიანების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამონაწილეობის ფორმატში განხორციელება, მათ შორის საკუთარი ენდემური სახეობების სანერგე მასალის გამოყენებით; ბ) დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენებისა და ენდემური სახეობების სანერგე მასალის გამოყვანის მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი მართვა; გ) აგრარული და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით საკუთარი შემოსავლების გენერირებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება და მართვა; დ) დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დარგობრივი მიმართულებებით ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო 1. სააგენტოს ქონება შედგება: ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან; 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი; დ) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 10🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას. 2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. სააგენტომ სამინისტროს  თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ)  საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა; 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში. 6. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.  მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებანი დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.