სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016043
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/09/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 617 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 17.03.2015 პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 26.01.2021 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 29.05.2024 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 13.11.2020 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 05.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №35 2019 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 21​1 მუხლის 2​1 პუნქტის, 2​2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესი“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ამ ბრძანებაზე თანდართული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმების დაკისრება განხორციელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების საკითხებს. 2. სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ სადაზღვევო ბროკერმა ან/და მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა დაარღვია: ა) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) ანგარიშგების წარდგენის წესი ან ვადა, ან/და წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია. მუხლი 2🔗. სადაზღვევო ბროკერისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა 1. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობის ფლობის ან/და განთავსების წესის დარღვევის გამოვლენისას, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. სამსახურის მიერ დადგენილი სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე საქმიანობის ან/და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. 3. ყოველწლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მოუმზადებლობისა ან/და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით სამსახურისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 4. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის  შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 5. სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. 6. სამსახურში წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული ანგარიშგების მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 7. კანონმდებლობით დადგენილი საკუთარი და მომხმარებლისათვის განკუთვნილი ანგარიშების წარმოების ან/და მათი გამოყენების წესის დარღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 8. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულების, სამსახურის რომელიმე ნორმატივის, ინსტრუქციის, წესის, მოთხოვნის, წერილობითი მითითებების  შეუსრულებლობისათვის ან/და სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტების/ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის თითოეულ ფაქტზე, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 9. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას, დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, მასში ცვლილებების შეტანისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისათვის არასრულად მიწოდების და/ან მიწოდების წესის დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗. ფულადი ჯარიმის აღსრულების წესი 1. სადაზღვევო ბროკერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით, რომელშიც მითითებულია მისი აღსრულების წესი. 2. სადაზღვევო ბროკერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი სადაზღვევო ბროკერისათვის გაცნობისთანავე. 3. სამსახური უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ. 4. სადაზღვევო ბროკერისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმა იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. ამ წესის შესაბამისად სადაზღვევო ბროკერის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.