„არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სხვა მიწების ნაცვლად ახალი მიწების ათვისების საზღაურის განსაზღვრის შესახებ“
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი მიწის მართვა
მიღების თარიღი 04.07.1994
გამომცემი ორგანო მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტი
ნომერი №3-19
სარეგისტრაციო კოდი 250.013.000.016
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 04/07/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სხვა მიწების ნაცვლად ახალი მიწების ათვისების საზღაურის განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტი თავმჯდომარის
ბრძანება № 3-19
1994 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სხვა მიწების ნაცვლად ახალი მიწების ათვისების საზღაურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 მაისის № 438 განკარგულებით, 1994 წლის მაისიდან 1994 წლის ბოლომდე, სახელმწიფო ცენტრალურ კაპიტალურ დაბანდებათა საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრისა და შემკვეთსა და მოიჯარეს შორის ურთიერთანგარიშსწორებისათვის 1984 წლის ნორმებით შედგენილი მანეთებში გამოსახული სახარჯთაღრიცხვო ფასების ქართულ კუპონებში გადაანგარიშებისათვის დაწესებულია ინდექსი
მ
1. 7 X 260 --------- X კ= 0,6 X მX კ
740
ხოლო ახალი მიწების ათვისების პროექტირების 1984 წლის ნორმებით შედგენილი ფასების ქართულ კუპონებში გადაანგარიშებისათვის კი 0.35 X მXკ ინდექსი, სადაც:
1. 7 - შემასწორებელი კოეფიციენტია 1993 წლის აპრილისათვის მშენებლობის გაძვირებისა და საერთო ინფლაციური კოეფიციენტის შესაბამისობაში მოსაყვანად;
260 - ინდექსია, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 4 მაისის №352 დადგენილებით მიღებულია 1984 წლიდან 1993 წლის აპრილამდე მშენებლობის გაძვირების მაჩვენებლად;
მ - მანეთებში გამოსული დოლარის კურსია ანგარიშსწორების მომენტისათვის;
740 - მანეთებში გამოსახული დოლარის კურსია 1993 წლის აპრილის მდგომარეობით;
კ - მანეთის კურსია კუპონებში ანგარიშსწორების მომენტისათვის.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაცვლად ახალი მიწების ათვისების საბაზისო ღირებულების გაანგარიშებისათვის 1984 წლის ფასებში ერთი ჰექტარი ახალი მიწების ათვისების/ გატყევებული. გაბუჩქნარებული, დაქვიანებული მიწების ათვისება, დაზიანებული მიწების რეკულტივაცია, ასათვისებელ ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მშენებლობა/ სამშენებლო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის № 31 დადგენილებით დაწესებულია 11429 მანეთის ოდენობით.
კუპონის კურსის ინტენსიური ცვალებადობის გამო საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის № 31 დადგენილების შესაბამისად დაწესებული ხარჯები, ასევე ახალი მიწების ათვისების პროექტირების ღირებულება საჭიროა განისაზღვროს გადახდის მომენტში. აღნიშნულის გამო
ვბრძანებ:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სხვა მიწების ნაცვლად, ახალი მიწების ათვისებისათვის მიწის მიმღები ორგანიზაციების მიერ, დეპარტამენტის ანგარიშზე ჩამოსარიცხი თანხების საბაზისო სიდიდეების /კუპონებში/ ნორმებით 1994 წლის 1 მაისიდან 1994 წლის ბოლომდე გაანგარიშებული იქნეს ფორმულით 0.6 XმXკX 11429.
არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის გამოყოფილი 1 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის და სხვა მიწების ნაცვლად, ახალი მიწების ათვისების საანგარიშსწორებო ღირებულება დაზუსტებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის № 31 დადგენილებით დამტკიცებული კოეფიციენტების გათვალისწინებით.
2. ახალი მიწების ათვისების პროექტირების ღირებულების დადგენისათვის 1984 წლის ნორმებით შედგენილი შესაბამისი ფასები გაანგარიშებულ იქნეს ფორმულით 0.35 XმXკ.
3. მიწების გამოყოფის განყოფილებამ /ლ. ბილიხოძე/ ახალი მიწების ათვისებისათვის დეპარტამენტში ჩამოსარიცხი თანხების ოდენობა გაიანგარიშოს ამ ბრძანებაში აღნიშნული პუნქტების შესაბამისად, თანხების ანაზღაურების დროისათვის კუპონის კურსის მიხედვით.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულების მიმდინარეობაზე დაევალოს ბატონ ე. ლობჟანიძეს.
დეპარტამენტის თავმჯდომარე ზ. გეგეჭკორი