„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010100000.72.084.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №3

2019 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23.05.2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.72.084.016001) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე“.

2. ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურას, საქმიანობას, სახელმწიფო ინსპექტორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებებს, ასევე საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) და სტრუქტურულ ერთეულებს შორის უფლებამოსილების განაწილების წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა (ლოგო), რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი. ემბლემის (ლოგოს) გამოყენების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;“;

დ.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“, „თ2“ და „თ3“ ქვეპუნქტები:

„თ1) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება;

2) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიების, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

3) ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა;“;

ე) მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

სახელმწიფო ინსპექტორი, სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები“;

ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამსახურის შესაბამის თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას და აქვეითებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში;“;

ზ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. ინსპექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექტორი.

2. ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − ინსპექტორის ერთ-ერთი მოადგილე. ინსპექტორის მოვალეობის შესრულების დროს ინსპექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და სამართლებრივი გარანტიებით.

3. ინსპექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ მათ საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სტრუქტურულ ერთეულებს და ანგარიშვალდებული არიან ინსპექტორის წინაშე.

4. ინსპექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის საქმიანობის კოორდინაცია, დაგეგმვა, ორგანიზება, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება, მათთვის დავალებების და მითითებების მიცემა; 

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წარმოდგენა სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ინსპექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების და დავალებების შესრულება.

5. საგამოძიებო დეპარტამენტს კურირებს ინსპექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

6. ინსპექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

7. ინსპექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეული, გარდა ინსპექტორისა, აგრეთვე ანგარიშვალდებულია კურატორი ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის წინაშე.“;

თ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„კ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

ლ) საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

ლ.ა) აღმოსავლეთის სამმართველო;

ლ.ბ) დასავლეთის სამმართველო;

მ) ანალიტიკური დეპარტამენტი.“;

ი) მე-10 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“;

ი.ბ) მე-2 პუნქტის:

ი.ბ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორისათვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

გ) ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების ოქმის საფუძველზე, შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორისათვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;“;

ი.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი.ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;“;

ი.გ) მე-3 პუნქტის:

ი.გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიმართოს ინსპექტორს განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და ა.შ.;“;

ი.გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;“;

კ) მე-11 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“;

კ.ბ) მე-2 პუნქტის:

კ.ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა საჯარო დაწესებულების მხრიდან მონაცემთა სამართალდარღვევით დამუშავების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორისათვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

ბ) სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარება, შემოწმების ოქმის შედგენა, შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებასთან, გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ინსპექტორისათვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;“;

კ.ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება; შემოწმების ოქმის შედგენა; შემოწმების (ინსპექტირების) დაწყება, გაგრძელება და დასრულებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ინსპექტორისათვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;“;

კ.ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ.ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;“;

კ.გ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;“;

ლ) მე-12 მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს.“;

ლ.ბ) მე-2 პუნქტის:

ლ.ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინსპექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), შემოწმების ოქმის მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;

ბ) ინსპექტორის ინიციატივით საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება, შემოწმების ოქმის შედგენა და შემოწმების დასრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზნით, იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;“;

ლ.ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინსპექტორის დავალებების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;“;

ლ.გ) მე-3 პუნქტის:

ლ.გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილი წესით მოახდინოს შემოწმების (ინსპექტირების) განსახორციელებლად, ასევე შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, გამართოს შეხვედრები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეადგინოს შემოწმების ოქმი, მიმართოს ინსპექტორს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე და ა.შ.);“;

ლ.გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;“;

მ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალშემოქმედების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“;

ნ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“;

ო) მე-15 მუხლის:

ო.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“;

ო.ბ) მე-2 პუნქტის:

ო.ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ე) კონტროლის ელექტრონულ სისტემაში, კონტროლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში და სამსახურის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი;“;

ო.ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ) მე-16 მუხლის:

პ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“;

პ.ბ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამსახურის ცხელი ხაზის და ელექტრონული ფოსტის წარმოება, შემოსული ზარების განაწილება სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;“;

ჟ) მე-17 მუხლის:

ჟ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“;

ჟ.ბ) მე-2 პუნქტს:

ჟ.ბ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;“;

ჟ.ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“, „დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) სამსახურის იარაღით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მათი აღრიცხვა და ბრუნვაზე კონტროლის განხორციელება;

2) სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა, კონტროლი;

3) იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენა ან/და გაუმართავი შეიარაღების აღდგენა-შეკეთება;“;

რ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“;

ს) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 191, 192 და 193 მუხლები:

„მუხლი 191

1. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია:

ა) სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი, მათ შორის ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენა;

ბ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სხვა პირთა უფლებების შესაძლო დარღვევასთან, შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით განცხადებებისა და საჩივრების განხილვა;

გ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და ინსპექტორისათვის წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) შესული კორესპონდენციის განხილვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების  განხორციელება.

3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;

გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეს მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე;

დ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურისაგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ე) ისარგებლოს სამსახურის მონაცემთა ბაზებით, მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული   ერთეულისგან/მოსამსახურისგან;

ვ) საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;

ზ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;

თ) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, ინსპექტორთან შეთანხმებით, მოითხოვოს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;

ი) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით ინსპექტორს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

კ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით შეისწავლოს და გაანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და ინსპექტორს  წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;

ლ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, ინსპექტორთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;

მ) განახორციელოს მონიტორინგი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე;

ნ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;

ო) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია გენერალურ ინსპექციაზე (დეპარტამენტზე) დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;

პ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

4. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

მუხლი 192

1. საგამოძიებო დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

2. საგამოძიებო დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიების, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობა, რომლის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია განახორციელოს:

გ.ა) კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით დანაშაულის სხვადასხვა სახის კვალთა, საგნის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;

გ.ბ) პირის დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება;

გ.გ) მიმართვა სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალურ კვლევების ჩატარების მიზნით.

დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) ინსპექტორისა და პირველი მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების  განხორციელება.

3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საგამოძიებო დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს გამოძიებას;

გ) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული   ერთეულისგან/მოსამსახურისგან;

დ) ინსპექტორის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.

4. საგამოძიებო დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთის სამმართველოსა და იმერეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

მუხლი 193

1. ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.

2. ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის კვლევა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას რისკჯგუფების, რისკჯგუფებში შემავალი სფეროების და მიმართულებების  გამოვლენა და კვლევის შედეგების ინსპექტორისათვის წარდგენა;

ბ) სამსახურის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდების შემუშავება;

გ) სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი, სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა და ანალიზის მომზადება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების ინიცირება და მათი ჩატარების ორგანიზება;

ე) სტრუქტურული ერთეულების მიერ ანალიტიკური დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდების მონიტორინგი;

ვ) სხვა უწყებების ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ზ) თემატური სახელმძღვანელოების მომზადება;

თ) პროექტების ინიცირება და იმპლემენტაცია;

ი) საინფორმაციო სისტემების შექმნა და მართვა;

კ) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;

ლ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადება;

მ) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების  განხორციელება.

3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ანალიტიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული   ერთეულისგან/მოსამსახურისგან;

ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.

4. ანალიტიკური დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბერს.

 


სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია