# სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
- მიმღები ორგანო: სახელმწიფო ინსპექტორი
- დოკუმენტის ნომერი: №4
- მიღების თარიღი: 26.09.2019
- კონსოლიდირებული რედაქცია: 07.10.2021
- სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016004
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4665573
- წყარო: https://legali.ge/law/4665573/

> ეს არის 07.10.2021 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. რეგულირების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მიღების (მათ შორის კონკურსის ჩატარების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს) და სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და ამ წესიდან სხვა რამ არ გამომდინარეობ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-1-2/](https://legali.ge/law/4665573/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პრინციპები

_თავი I — ზოგადი დებულებები_

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლა ეფუძნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილ საჯარო სამსახურის პრინციპებსა და ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებს.

თავი II. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობათა რანგირე

[https://legali.ge/law/4665573/muxli-2-2/](https://legali.ge/law/4665573/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობათა რანგირება

_თავი II — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობათა რანგირება_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის   თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:

ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;

ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;

გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტი;

დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტი.

2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.

3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობების დასახელებები განისაზღვრება ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სამსახურის საშტატო ნუსხით, ამასთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რანგებში განაწილება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა და სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, სამსახურის საშტატო ნუსხით.

4. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო აღწერილობები განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი III. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობე

[https://legali.ge/law/4665573/muxli-3/](https://legali.ge/law/4665573/muxli-3/)

---

## მუხლი 4. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) მიაღწია 18 წლის ასაკს.

2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლად არმიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;

დ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

ე) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ვ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ზ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემებ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-4/](https://legali.ge/law/4665573/muxli-4/)

---

## მუხლი 5. სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. გამომძიებლის თანამდებობის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლისა და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომლის თანამდებობისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები (განათლების დონე და გამოცდილება) დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინები

[https://legali.ge/law/4665573/muxli-5/](https://legali.ge/law/4665573/muxli-5/)

---

## მუხლი 6. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ასაკობრივი შეზღუდვა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურის გავლის ზღვრული ასაკია:

ა) საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.

2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი (მხოლოდ იუსტიციის უფროსი მრჩეველი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს საკუთარი სურვილით და სახელმწიფო ინსპექტორის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადი

[https://legali.ge/law/4665573/muxli-6/](https://legali.ge/law/4665573/muxli-6/)

---

## მუხლი 7. სამსახურის ვადა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე პირი განუსაზღვრელი ვადით ინიშნება, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში ამ წესის 29-ე მუხლით დადგენილი ვადით მიიღება სტაჟიორ-გამომძიებელ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-7/](https://legali.ge/law/4665573/muxli-7/)

---

## მუხლი 8. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომლის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებისა.

2. პირი სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.

3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის მესამე, მეორე და პირველი რანგის თანამშრომლის თანამდებობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირი ასევე შესაძლებელია დაინიშნოს:

ა) დახურული კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით;

ბ) სამსახურის შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას სამსახურის მოქმედი თანამშრომლებისაგან და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრიდა

[https://legali.ge/law/4665573/muxli-8/](https://legali.ge/law/4665573/muxli-8/)

---

## მუხლი 9. კონკურსის გამოცხადების წესი

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის არსებობა.

2. სამსახური, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, ხოლო ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსს – სამსახურის მოქმედი თანამშრომლების სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტებზე და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მითითებულ სტაჟიორ-გამომძიებელთა ელექტრონულ ფოსტებზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

3. ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია,  კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, კონკურსის სახის გათვალისწინებით, დამატებით განათავსოს სამსახურის ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებშ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-9/](https://legali.ge/law/4665573/muxli-9/)

---

## მუხლი 10. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს და ინფორმაციას:

ა) სამსახურის დასახელებას;

ბ) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქციებს;

ე) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ვ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ზ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის შესახებ;

თ) შესაბამისი საკონკურსო კომისიის მისამართს;

ი) კონკურსის ეტაპებს;

კ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

ლ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ.

2. სამსახურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაცია

[https://legali.ge/law/4665573/muxli-10/](https://legali.ge/law/4665573/muxli-10/)

---

## მუხლი 11. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. სამსახური უფლებამოსილია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.

2. სამსახური ვალდებულია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწორება ან/და ცვლილება შეიტანოს იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.

3. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს სამსახურის მიერ ახალი კონკურსის გამოცხადებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადებისას კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვად

[https://legali.ge/law/4665573/muxli-11/](https://legali.ge/law/4665573/muxli-11/)

---

## მუხლი 12. კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურის შიდა კონკურსის შემთხვევაში – სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით.

2. კანდიდატი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

3. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა.

4. კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება სამსახურის მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-12/](https://legali.ge/law/4665573/muxli-12/)

---

## მუხლი 13. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამსახურის მოქმედ თანამშრომელს, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური სახდელი და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მყოფ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-13/](https://legali.ge/law/4665573/muxli-13/)

---

## მუხლი 14. საკონკურსო კომისიის შექმნის წესი

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.

2. სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია თავად იყოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე/იმ დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე, რომელშიც გამოცხადებულია კონკურს

[https://legali.ge/law/4665573/muxli-14/](https://legali.ge/law/4665573/muxli-14/)

---

## მუხლი 15. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკისა და საჭიროების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.

2. გამომძიებლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე;

ბ) სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის პირველი ან/და მეორე რანგის გამომძიებელი. თუ სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში პირველი ან მეორე რანგის გამომძიებლის პოზიცია ვაკანტურია, კომისიის შემადგენლობაში შეიყვანება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის პირველი ან/და მეორე რანგის საჯარო მოხელე;

გ) სისხლის სამართლის სფეროს მოწვეული სპეციალისტი;

დ) ადამიანის უფლებათა სფეროს მოწვეული სპეციალისტი;

ე) სახელმწიფო ინსპექტორის მიერ განსაზღვრული სამსახურის სხვა თანამშრომლები.

3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა გამომძიებლისა) დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე;

ბ) სამსახურის იმ დეპარტამენტის პირველი ან/და მეორე რანგის თანამშრომელი, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი. თუ იმ დეპარტამენტში, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი, პირველი ან მეორე რანგის თანამშრომლის პოზიცია ვაკანტურია, კომისიის შემადგენლობაში შეიყვანება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის პირველი ან/და მეორე რანგის საჯარო მოხელე;

გ) შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის სამსახურთან;

დ) სახელმწიფო ინსპექტორის მიერ განსაზღვრული სამსახურის სხვა თანამშრომლები.

4. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.

5. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-15/](https://legali.ge/law/4665573/muxli-15/)

---

## მუხლი 16. საკონკურსო კომისიის წევრის აცილება

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ამ შემთხვევაში ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სხვა კანდიდატების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ და ამის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, საკონკურსო კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა

[https://legali.ge/law/4665573/muxli-16/](https://legali.ge/law/4665573/muxli-16/)

---

## მუხლი 17. საკონკურსო კომისიის საქმიანობა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

2. საკონკურსო კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს შეფასების ქულათა სისტემის საფუძველზე.

3. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. საკონკურსო კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით (არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

5. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი კონკურსის ყველა ეტაპზე.

6. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი/ზეპირი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.

7. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასება განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

8. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9. საკონკურსო კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაშ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-17/](https://legali.ge/law/4665573/muxli-17/)

---

## მუხლი 18. კონკურსის ეტაპები

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

2. კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი

[https://legali.ge/law/4665573/muxli-18/](https://legali.ge/law/4665573/muxli-18/)

---

## მუხლი 19. კონკურსის პირველი ეტაპი

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.

2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 დღისა, უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი).

3. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.

4. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე კომისია ვალდებულია ელექტრონულად აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან შესაბამისობის შესახებ. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანდიდატის მიერ განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში.

5. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში მიუთითოს მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.

6. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შეტყობინებასთან ერთად კანდიდატს ეცნობება კონკურის მეორე ეტაპის ჩატარების ვადა და ადგილ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-19/](https://legali.ge/law/4665573/muxli-19/)

---

## მუხლი 20. კონკურსის მეორე ეტაპი

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

2. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების ან/და მისი პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან და სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.

3. კანდიდატის შეფასება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) წერითი ან/და ზეპირი დავალება (არასავალდებულო);

ბ) გასაუბრება (სავალდებულო).

4. წერითი ან/და ზეპირი დავალების შინაარსს, შეფასების კრიტერიუმებს, მაქსიმალურ და გამსვლელ ქულას განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი. წერითი ან/და ზეპირი დავალების მაქსიმალური და გამსვლელი ქულების შესახებ ინფორმაცია აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.

5. კანდიდატის შეფასების მომდევნო ეტაპამდე არანაკლებ 3 დღით ადრე საკონკურსო კომისია ვალდებულია ელექტრონულად აცნობოს კანდიდატს შეფასების შედეგები და შეფასების შემდეგი ეტაპის ჩატარების დრო და ადგილი. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანდიდატის მიერ წერითი ან/და ზეპირი დავალების შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში.

6. გასაუბრებაზე კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც დგება გასაუბრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

7. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორს.

8. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

9. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატის შეფასების ზეპირი დავალების და გასაუბრების ეტაპები შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად, რის შესახებაც მითითებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაშ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-20/](https://legali.ge/law/4665573/muxli-20/)

---

## მუხლი 21. კონკურსის შედეგები

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. საკონკურსო კომისია, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, სახელმწიფო ინსპექტორს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

2. საკონკურსო კომისია, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად აცნობებს მის მიმართ ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსისას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შიდა კონკურსის შედეგების შესახებ თითოეულ კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

3. სამსახური ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულშ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-21/](https://legali.ge/law/4665573/muxli-21/)

---

## მუხლი 23. კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. სამსახურის ან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

2. სამსახური ვალდებულია, კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და ბიურო

[https://legali.ge/law/4665573/muxli-23/](https://legali.ge/law/4665573/muxli-23/)

---

## მუხლი 24. საპრეტენზიო კომისია

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.

3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები).

4. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.

5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.

9. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

10. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან/წერითი ან/და ზეპირი დავალების შედეგების შეტყობინებიდან/გასაუბრების შედეგების შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა.

11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 1 კალენდარულ დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.

12. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობისთანავე.

13. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობი

[https://legali.ge/law/4665573/muxli-24/](https://legali.ge/law/4665573/muxli-24/)

---

## მუხლი 26. კანდიდატის დანიშვნა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორი.

2. თუ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

3. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ სახელმწიფო ინსპექტორისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 3 კალენდარული დღის გასვლის შემდე

[https://legali.ge/law/4665573/muxli-26/](https://legali.ge/law/4665573/muxli-26/)

---

## მუხლი 27. გამოსაცდელი ვადა

_თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები_

1. მოხელის სტატუსის არმქონე პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგის შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.

3. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგის  შემთხვევაში პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

4. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება საერთო შრომით სტაჟში.

5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სტაჟიორ-გამომძიებელზე.

თავი IV. სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-27/](https://legali.ge/law/4665573/muxli-27/)

---

## მუხლი 29. სტაჟირების ვადა

_თავი IV — სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავლა_

1. სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სტაჟიორ-გამომძიებელს სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სტაჟირების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების ვადა შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით.

2. სამსახურში ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება და სხვ.) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.

3. სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟშ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-29/](https://legali.ge/law/4665573/muxli-29/)

---

## მუხლი 30. სტაჟიორ-გამომძიებლის უფლებები და ვალდებულებები

_თავი IV — სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავლა_

1. სტაჟიორ-გამომძიებელს უფლება აქვს:

ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელოს ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამომძიებლის უფლებამოსილებები;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სახელმწიფო ინსპექტორის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც გამომძიებლის კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.

2. სტაჟიორ-გამომძიებელი ვალდებულია:

ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები;

ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;

დ) ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, 3 თვეში ერთხელ წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში სტაჟირების ხელმძღვანელ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-30/](https://legali.ge/law/4665573/muxli-30/)

---

## მუხლი 31. სტაჟირების ხელმძღვანელის ვალდებულებები

_თავი IV — სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავლა_

1. სტაჟირების ხელმძღვანელი ზრუნავს სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიულ განვითარებაზე და აკონტროლებს სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ გაწეულ მუშაობას, აძლევს დავალებებს და  პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას.

2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორ-გამომძიებელს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების დაწყებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ  და სტაჟირების ვადის გასვლისას განახორციელოს სტაჟიორ-გამომძიებლის შეფასება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია შეფასებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სტაჟიორ-გამომძიებლის შეფასების ფორმა წარუდგინოს საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს (შემდგომში –
სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე

[https://legali.ge/law/4665573/muxli-31/](https://legali.ge/law/4665573/muxli-31/)

---

## მუხლი 32. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა

_თავი IV — სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავლა_

1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) პირადი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) სტაჟიორ-გამომძიებლად მიღების პროცესში მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგნებულად დამალვა ან არასწორი მონაცემების წარდგენა;

დ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;

ე) დავალების სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ვ) ტესტირებისას მიღებული შეფასება;

ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სტაჟირების ვადის შეწყვეტა განისაზღვრა;

თ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;

ი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

კ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ლ) სტაჟიორ-გამომძიებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;

მ) სასამართლოს  გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა –
გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან;

ნ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის ან სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) წინადადების საფუძველზე.

3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სამსახურებრივი მოწმობის, ჟეტონისა და ფორმის დაუყოვნებლივ დაბრუნება, ასევე ყველა მატერიალურ სიკეთისა და დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ დაბრუნება, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეც

[https://legali.ge/law/4665573/muxli-32/](https://legali.ge/law/4665573/muxli-32/)

---

## მუხლი 33. სტაჟირების შეფასება

_თავი IV — სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავლა_

1. სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორ-გამომძიებლის შეფასების ფორმებია:

ა) ამ წესის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება;

ბ) სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება (არასავალდებულო);

გ) სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო შეფასება კომისიის მიერ.

2. სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასების მიზნით სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზებით სტაჟიორებს შესაძლებელია ჩაუტარდეთ ტრენინგები ან/და ტესტირებები. საბოლოო ტესტირება შეიძლება ჩატარდეს სტაჟირების საერთო ვადის გასვლამდე გონივრულ ვადაში.

3. სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო შეფასების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას და განსაზღვრავს მისი მუშაობის წესს.

4. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორ-გამომძიებელთა შეფასებას. კომისია შეფასებისას ითვალისწინებს სტაჟირების მიმდინარეობისას სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებულ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებებს.

5. კომისიას სტაჟიორ-გამომძიებელთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:

ა) სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება სამსახურის გამომძიებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტაჟიორ-გამომძიებელი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება სამსახურის გამომძიებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, გადაყვანილ იქნებიან გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციაზე, ხოლო გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში –
შესაძლებელია მათ მიმართ მიღებულ იქნეს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ან სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მიერ დარეგისტრირდნენ სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში.

7. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტაჟიორ-გამომძიებელი ფასდება ამ წესის შესაბამისად.

8. სტაჟიორ-გამომძიებელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, სახელმწიფო ინსპექტორში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ დაინიშნება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაშ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-33/](https://legali.ge/law/4665573/muxli-33/)

---

## მუხლი 34. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრი

_თავი IV — სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავლა_

1. სტაჟიორ-გამომძიებელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო ვერ იქნა გადაყვანილი გამომძიებლის პოზიციაზე ან არ გაუგრძელდა სტაჟირების ვადა, შეიყვანება სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში 3 წლის ვადით.

2. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მყოფ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსში.

3. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმით.

თავი V

სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობე

[https://legali.ge/law/4665573/muxli-34/](https://legali.ge/law/4665573/muxli-34/)

---

## მუხლი 35. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) უფლება-მოვალეობები

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები

[https://legali.ge/law/4665573/muxli-35/](https://legali.ge/law/4665573/muxli-35/)

---

## მუხლი 36. შრომის ანაზღაურება

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.

2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება, რომელიც შედგება ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტებისგან.

3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელფასის ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელფასის შემცირების საფუძველი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი

[https://legali.ge/law/4665573/muxli-36/](https://legali.ge/law/4665573/muxli-36/)

---

## მუხლი 37. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის გადაყვანა

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

1. დასაშვებია სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭება (ჰორიზონტალური გადაყვანა).

2. ჰორიზონტალური გადაყვანა ხორციელდება გადასაყვანი გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ან საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანხმობით, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-37/](https://legali.ge/law/4665573/muxli-37/)

---

## მუხლი 38. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) წოდებები და  სპეციალური აღრიცხვა

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც იმყოფება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-38/](https://legali.ge/law/4665573/muxli-38/)

---

## მუხლი 39. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების არსი

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლებაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან თავისუფლდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ.

3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-39/](https://legali.ge/law/4665573/muxli-39/)

---

## მუხლი 40. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ბ) სამსახურში მიღების პროცესში სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) მიერ მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგნებულად დამალვა ან არასწორი მონაცემების წარდგენა;

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა –
გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან;

ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;

ზ) ამ წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება;

თ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;

ი) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;

კ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა;

ლ) თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას - წელთა ნამსახურობის ვადის გასვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

მ) გარდაცვალება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძველ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-40/](https://legali.ge/law/4665573/muxli-40/)

---

## მუხლი 41. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) სამსახურის ან/და საგამოძიებო დეპარტამენტის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

დ) თუ დარღვეულია სამსახურში მიღებისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები (რასაც საფუძვლად უდევს დანიშნული პირის უკანონო ქმედება) ან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაშ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-41/](https://legali.ge/law/4665573/muxli-41/)

---

## მუხლი 42. თანამდებობიდან დროებით გადაყენება

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) სათანადო დასკვნის ან სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს განჩინება სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

2. თანამდებობიდან გადაყენებული სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა), გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.

3. თანამდებობიდან გადაყენებულ სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, ცეცხლსასროლი იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამსახურის ფორმის ტანსაცმლის ტარება და სამსახურის სახელით მოქმედებ

[https://legali.ge/law/4665573/muxli-42/](https://legali.ge/law/4665573/muxli-42/)

---

## მუხლი 43. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შვებულება

_თავი V — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები_

1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებში.

2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს ერთი კალენდარული წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 კალენდარულ თვემდე ვადით.

4. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლა

[https://legali.ge/law/4665573/muxli-43/](https://legali.ge/law/4665573/muxli-43/)
