„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38/2019
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016470
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №38/2019

2019 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) დამტკიცებული წესის დანართი 1-ის (საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი):

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ცესკოს სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებაზე – ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში საარჩევნო  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების საზღვრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ბ) არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

გ) არჩევნების შედეგების შესახებ, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით – არჩევნების საბოლოო შედეგის შეჯამებისთანავე;

დ) ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ – პერიოდულად;

ე) ამომრჩეველთა ერთიან სიას – პერიოდულად;

ვ) ამომრჩეველთა რაოდენობას ოლქების მიხედვით – პერიოდულად;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჩივრების რეესტრს (საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად) – საარჩევნო პერიოდში;“;

გ) მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ – რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა;“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების ნომრების, მისამართების, ტელეფონის ნომრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე;

გ) იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის შესახებ, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე იმ შენობა-ნაგენობათა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია/აკრძალულია საარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება – ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადმოცემიდან 2 დღის ვადაში;

დ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას, მათი რეგისტრაციიდან/რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა;

ე) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ – ინფორმაციის მიღებისთანავე;

ვ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსულ ყველა სახის განცხადებას/საჩივარს და შესაბამის გადაწყვეტილებებს – არსებული წესის შესაბამისად;

ზ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორობის კანდიდატთა სიას – განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 დღის განმავლობაში;

თ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორებად დანიშნულ პირთა სიას – ოლქის თავმჯდომარის განკარგულების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში;

ი) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისა და მისამართების შესახებ – მიღებისთანავე;

კ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ჩამონათვალს ოლქების მიხედვით – მიღებისთანავე;

ლ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – პერიოდულად, ცვლილებების შესაბამისად;

მ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2019.
როდის იქნა მიღებული „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 27.09.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №38/2019. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016470.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №38/2019, 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016470 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4665773/