სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 27.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/09/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის, პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება №38
2019 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დადგენის შესახებ
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 21-ე მუხლის „მ“ და „ქ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დადგინდეს „სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
1. სადაზღვევო ბროკერებმა ამ ბრძანებაზე თანდართული წესით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილონ 2020 წლის 1 იანვრიდან.
2. 2020 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერები, რომლებსაც დაზღვეული აქვთ პროფესიული პასუხისმგებლობა, ვალდებული არიან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების პირობები შესაბამისობაში მოიყვანონ ამ ბრძანების თანდართული წესით დადგენილ მოთხოვნებთან 2020 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
სადაზღვევო ბროკერის
პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგელობის დაზღვევის წესი (შემდგომ – წესი) ადგენს სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობებს (მათ შორის, ლიმიტებს).
2. სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა წარმოადგენს სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველს.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სადაზღვევო ბროკერზე, მათ შორის უცხოური იურიდიული პირის ფილიალზე (წარმომადგენლობაზე), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას.
4. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას, ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
5. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 2🔗. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის განხორციელება
1. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ხორციელდება სადაზღვევო ბროკერის მიერ მზღვეველთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი სადაზღვევო პრემია, ხოლო მზღვეველი – აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი.
2. სადაზღვევო ბროკერს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება შეუძლია დადოს „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნებისმიერ მზღვეველთან.
3. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სამსახურში წარადგინოს ამ წესით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი – ხელშეკრულება და პოლისი სამსახურში სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციიდან, დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებიდან ან მასში ცვლილების შეტანიდან, ახალი ხელშეკრულების დადებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 3🔗. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები
1. სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტია ქონებრივი ინტერესი, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასთან.
2. ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევად ითვლება სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას, სადაზღვევო ბროკერის მიერ მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი.
3. ამ წესით გათვალისწინებული დაზღვევის მიზნებისთვის, მესამე პირად ჩაითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი.
4. სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ ერთი წლით.
5. დაზღვევის ხელშეკრულებიდან/პოლისიდან გამომდინარე მზღვეველის მიერ მესამე პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოქმედების ვადის დასრულებიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში გაცხადებულ სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზიანზე.
მუხლი 4🔗. სადაზღვევო ლიმიტი და სადაზღვევო ანაზღაურება
1. სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წლიური მინიმალური სადაზღვევო ლიმიტი, საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე, განისაზღვრება სადაზღვევო ბროკერის ან უცხოური იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ წინა საანგარიშო წელს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობით მიღებული შემოსავლის სულ მცირე ორმაგი ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარისა.
2. მინიმალური სადაზღვევო ლიმიტი თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე განისაზღვრება ამ წესით დადგენილი სადაზღვევო ლიმიტის არანაკლებ 30%-ის ოდენობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებს ზიანის არანაზღაურებად მინიმალურ ოდენობას (ფრანშიზა), იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის 2% (ორი) პროცენტს.
4. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დაზღვევის პერიოდის უწყვეტობის პრინციპის დაცვით.
5. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ლიმიტისა. თუ სადაზღვევო ბროკერის მიერ საშუამავლო საქმიანობის შედეგად მესამე პირისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღემატება სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ ლიმიტს, სხვაობა ანაზღაურდება უშუალოდ სადაზღვევო ბროკერის მიერ.
6. მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი სადაზღვევო ბროკერისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.
7. თუ სადაზღვევო ბროკერმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე, მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზიანი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე პირის მოთხოვნა სადაზღვევო ბროკერის მიმართ გადადის მზღვეველზე.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები
სადაზღვევო ბროკერის ან ადმინისტრატორის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.