ინდ.მეწარმე კამანიზ იუსუბოვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-21940-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 330210319003174449

საქმის №2-21940-19

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2019 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

        

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბიძინა სტურუა

 

განმცხადებელი: ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვი

წარმომადგენელი: ზვიად გადელია

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2019 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მომართა ინდ.მეწარმე კამანიზ იუსუბოვმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად დაევალა, დაეზუსტებინა მოთხოვნა, ითხოვდა თუ არა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას მოვალე. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ითხოვდა განმცხადებელი, უნდა წარმოედგინა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება. მასვე დაევალა წარმოედგინა მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება. მიეთითებინა მოვალისათვის ცნობილი ქონების ნუსხა: წარმოედგინა ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოვალის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ცნობა სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოდან მოვალის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა მოქმედ საბანკო დაწესებულებებში არსებული საბანკო ანგარიშებისა და ამ ანგარიშებზე განთავსებული თანხების შესახებ, ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, იყო თუ არა მოვალე რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

წარმოედგინა განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

განმცხადებელს უნდა მიეთითებინა უზრუნველყოფილ კრედიტორთა ნუსხა, არსებული ვალდებულებები, უზრუნველყოფის საგნები და კრედიტორთა სახელები (სახელწოდებები) და მისამართები (საიდენტიფიკაციო ნომრები); მოვალისათვის ცნობილი დანარჩენი კრედიტორების ნუსხა, არსებული ვალდებულებები და კრედიტორთა სახელები (სახელწოდებები) და მისამართები (საიდენტიფიკაციო ნომრები).

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით მოთხოვნილი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიეთითებინა, რომ ა) გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელი მტკიცებულება.

განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

2019 წლის 16 სექტემბერს, სასამართლოს, ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მომართა ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის წარმომადგენელმა ზვიად გადელიამ. განმცხადებლის განმარტებით, სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ვადა არ არის საკმარისი დადგენილი ხარვეზის შესავსებად. ამდენად, ითხოვა განჩინებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება 2 დღით.

2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული საპროცესო ვადა 2 დღით.

2019 წლის 18 სექტემბერს კამანიზ იუსუბოვის მიერ შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი.

2019 წლის 19 სექტემბერს, განცხადება განსახილველად სხვა მოსამართლისათვის გადასაცემად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. 2019 წლის 19 სექტემბერს ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის განცხადება განაწილდა შემთხვევითობის პრინციპის დაცვით.  

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნას სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდ.მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პირადი ნომერი 28001005753) განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 31 ოქტომბერს, 12 საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, სხდომის დარბაზი №51) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა. 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.

11. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში. ასევე განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge.

12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ , № 6).

 

მოსამართლე                                                                         ბიძინა სტურუა