„ქ. თბილისში და რუსთავში დროებით გამოყოფილი სპეციალიზირებული აფთიაქების შესახებ“ და ინსრუქცია „ჰუმანიტარული და ცენტრალიზებულად შეძენილი მედიკამენტების უფასოდ გაცემის შესახებ“

მიღების თარიღი 14.06.1994
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №181/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.000.023
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 14/06/1994
matsne.gov.ge 683 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„ქ. თბილისში და რუსთავში დროებით გამოყოფილი სპეციალიზირებული აფთიაქების შესახებ“ და ინსრუქცია „ჰუმანიტარული და ცენტრალიზებულად შეძენილი მედიკამენტების უფასოდ გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №181/ო 1994 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ქ. თბილისში და რუსთავში დროებით გამოყოფილი სპეციალიზირებული აფთიაქების შესახებ“ და ინსრუქცია „ჰუმანიტარული და ცენტრალიზებულად შეძენილი მედიკამენტების უფასოდ გაცემის შესახებ რესპუბლიკაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახელობა განიცდის სერიოზულ სიძნელეებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის საქმეში. ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული მედიკამენტები და ავადმყოფის მოვლის საგნები ნაწილდება მხოლოდ სტაციონარულ დაწესებულებებზე, საიდანაც მოქმედი წესების დარღვევით გაიცემოდა მოსახლეობაზე. არ იყო შექმნილი ამბულატორულ პირობებში მკურნალობისათვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მექანიზმი. ჰუმანიტარული დამხარებით და ცენტრალიზებული წესით შეძენილი მედიკამენტებით, ბავშვის საკვებით და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნებით ამბულატორულ პირობებში მოზრდილთა და ბავშვთა გარკვეული კონტინგენტის უზრუნველყოფის მიზნით. ვბრძანებ: 1.0. ქ. თბილისში და რუსთავში რაიონების მიხედვით დროებით გამოყოფილ იქნეს სპეციალიზებული აფთიაქები: 1. მთაწმინდის რ-ი                          №39 აფთიაქი 2. ისნის რ-ი                                      №48 აფთიაქი 3. დიდუბის რ-ი                              №18 აფთიაქი 4. ნაძალადევის რ-ი                        №13 აფთიაქი 5. ჩუღურეთის რ-ი                          №4 აფთიაქი 6. ვაკის რ-ი                                       №27 აფთიაქი 7. ვაკის რ-ი                                       №45 აფთიაქი 8. საბურთალოს რ-ი                        №33 აფთიაქი 9. სამგორის რ-ი                               №30 აფთიაქი 10. გლდანის რ-ი                             №73 აფთიაქი 11. კრწანისის რ-ი                            №17 აფთიაქი 12. წყნეთი                                         №1 აფთიაქი 13. ქ. რუსთავი                                 №1 აფთიაქი 1.1. სპეციალიზებულმა აფთიაქებმა რაიონების ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანებების შეკვეთით უზრუნველყონ მოსახლეობა ჰუმანიტარული დახმარებით და ცენტრალიზებული წესით შეძენილი მედიკამენტებითა და ბავშვთა კვების პროდუქტებით სათანადო წესების დაცვით. 1.2. სპეციალიზებულ აფთიაქებს ნება დაერთოთ კომერციულ საწყისებზე აწარმოონ სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეალიზაცია. 1.3. სპეციალიზებულმა აფთიაქებმა შეასრულონ მოსახლეობის უფასოდ და შეღავათიან ფასებში წამალთუზრუნველყოფის ფუნქცია რაიონული ამბულატორული-პოლიკლინიკურ გაერთიანებასთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. 1.4. უფასოდ და შეღავათიან ფასებში წამალთუზრუნველყოფის ორგანიზაციისათვის აფთიაქებში გამოყონ ცალკე განყოფილება, რომლის შენახვის ხარჯები დაიფაროს თბილისის რაიონულ ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებებთან დადებული ხელშეკრულების თანახმად შემოსული სახსრებიდან. 1.5. სპეციალიზებულ აფთიაქებში მედიკამენტების შემოტანა მოხდეს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებათა მედიკამენტებითა და სამედიცინო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის სამსახურიდან /ზ.რობაქიძე/ 2.0. ეთხოვოს თბილისის მერიას: 2.1. ზემოთ აღნიშნული აფთიაქები გაათავისუფლონ საიჯარო გადასახადებისაგან. 2.2. განახორციელოს ღონისძიებები აფთიაქების მატერიალურ-ფასეულობათა დაცვის მიზნით. 3.0. აფთიაქების პრივატიზაციის პროგრამის შედგენისას გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული აფთიაქები. 4.0. სამინისტროს ფარმაციისა და ფარმწარმოების განყოფილებამ /რ. მახარაძე, თბილისის ჯანდაცვის მთავარმა სამმართველომ /ვ.დობორჯგინიძე/, რუსთავის ჯანდაცვის განყოფილებამ / გ. ჯღარკავა/ უზრუნველყონ შესაბამისი საორგანიზაციო ღონისძიებების გატარება. 5.0. დამტკიცდეს მოსახლეობის ცალკეულ კონტინგენტისათვის უფასოდ და შეღავათიან ფასებში მედიკამენტების გაცემის წესები და პირობები / თან ერთვის/ 6.0. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელონ მინისტრის მოადგილეებმა თ. კალანდაძემ, კ. ბარქაიამ. მინისტრი                                                                       ა. ჯორბენაძე ინსტრუქცია ჰუმანიტარული და ცენტრალიზებულად შეძენილი მედიკამენტების უფასოდ გაცემის შესახებ რესპუბლიკაში ჰუმანიტარული დახმარებით შემოსული და ცენტრალიზებულად შეძენილი მედიკამენტებიდან ქ. თბილისის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებებზე გამოყოფილი ფონდის განაწილებას პოლიკლინიკებისა და შესაბამისად სპეციალიზებულ აფთიაქებზე ახორციელებს თბილისის ჯანდაცვის მთავარი სამმართველო შემუშავებული კოეფიციენტებისა და რაიონის მთავარი ექიმების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული განაცხადის საფუძველზე. სპეციალიზებული აფთიაქები აღნიშნული პრეპარატებით მარაგდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფის სამსახურიდან, შესაბამისი განაწილების საფუძველზე. პოლიკლინიკების სისტემატური ინფორმირება, არსებული სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო დანიშნულების საგნების შესახებ, მოახდინონ რაიონის მთავარმა ექიმებმა, რომლებიც ეცნობიან შემოსული მედიკამენტების და საგნების ნომენკლატურას შესაბამისი აფთიაქების გამგეების მეშვეობით. სპეციალიზებულ აფთიაქში, ჰუმანიტარული და ცენტრალიზებულად შეძენილი მედიკამენტები უნდა გაიცეს სპეციალური უფასო სარეცეპტურო დანომრილი ბლანკით, რომელიც გამოიწერება შესაბამისი რაიონის ამბულატორიულ პოლიკლინიკებში. დამოწმებული იქნება მკურნალი ექიმის პირადი ხელმოწერით, ბეჭდით და დამატებით პოლიკლინიკის მთავარი ექიმის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით. რეცეპტის შინაარსი აუცილებელი წესის მიხედვით შეტანილი უნდა იქნეს ავადმყოფის ისტორიაში ან სხვა შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში, რეცეპტის ყუა, რომელშიც ივსება შესაბამისი გრაფები რჩება პოლიკლინიკაში, რაც საშუალებას იძლევა აფთიაქსა და პოლიკლინიკას შორის გაცემულ მედიკამენტებზე რაოდენობრივი შედარებისა. რეცეპტის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოწერიდან 15 დღე. ავადმყოფი ვალდებულია წამლის მისაღებად რეცეპტთან ერთად წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სარეცეპტურო ბლანკების ანალიტიკური აღრიცხვა წარმოებს პასუხისმგებელი პირის მიერ. მათი შენახვის ადგილებში მკაცრი ანგარიშგების ბლანკების აღრიცხვის წიგნში ფორმა № 448. რეცეპტის შევსებისას ექიმი ვალდებულია შეავსოს ყველა პუნქტი: ხაზი გაუსვას გადახდის ფორმას. სრულად ჩაწეროს რეცეპტში ავადმყოფისა და ექიმის გვარი, სახელი, მამის სახელი, ამბულატორიული ავადმყოფობის მისამართი, სამედიცინო ბარათის ნომერი, მოაწეროს ხელი და დაუსვას პირადი ბეჭედი, ერთ სარეცეპტური ბლანკზე ნებადართულია მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოწერა. უფასო რეცეპტები გამოიწეროს იმ კატეგორიის მოსახლეობაზე, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. უფასოდ გაცემული მედიკამენტების განაწილების სისწორის კონტროლის მიზნით, აფთიაქში გამოიყოს განყოფილებები და მოხდეს პრეპარატების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა. უფასო რეცეპტების ყუა აფთიაქში უნდა ინახებოდეს ერთი წელი. გამოწერილი რეცეპტები პერიოდულად მოწმდება ყუებთან შედარებით, რაც წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვისა და პრეპარატის გაცემის სისწორის შემოწმების საშუალებას. რეცეპტის ყუაზე მითითებული მისამართისა და ტელეფონის ნომრის საშუალებით სათანადო ორგანოები აწარმოებენ ავადმყოფის მიერ პრეპარატის მიღების ფაქტს შერჩევით პერიოდულ შემოწმებას. (რეცეპტის ნიმუში თან ერთვის).