„სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრასპორტო საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 06.10.1994
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №20.01.208
სარეგისტრაციო კოდი 180.012.000.026
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 06/10/1994
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 189 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრასპორტო საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება ოქმი №20.01.208 1994 წლის 6 ოქტომბერი სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგია ა დ გ ე ნ ს : 1. დამტკიცდეს „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკა" (თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1993 წ. 14 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოტრანსპორტის პრივატიზაციის მეთოდიკა" და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994წლის 4 მაისის №43 ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1993 წ. 14 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოტრანსპორტის პრივატიზების მეთოდიკაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ". 3. დაევალოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილებას: 3.1. ორი დღის ვადაში მოამზადოს წერილი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში გასაგზავნად ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის რეგისტრაციაში გატარების შესახებ. 3.2. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული მეთოდიკის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ ორი დღის ვადაში მოამზადოს შესაბამისი ბრძანება. 4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. დიდბარიძეს. მინისტრი                                                                                  ა. სილაგაძე კოლეგიის მდივანი                                                                   ნ. მეტრეველი