ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ფინანსური ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 02.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №178/04
სარეგისტრაციო კოდი 220010060.18.011.016409
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ კონტრციკლური ბუფერის განაკვეთის დაწესების თაობაზე სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“
დოკუმენტის ტექსტი
ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ფინანსური ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№178/04
2019 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ფინანსური ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოების ფარგლებში, კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის, სესხის გამცემ სუბიექტებს, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, მიენიჭოთ ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე