ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.10.2019
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016562
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2019
matsne.gov.ge 1,613 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (15)
მონიტორინგი
უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის  მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად
მუხლი 2
სტრუქტურული ერთეული
ხაშურის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას
მუხლი 2
შუალედური მონიტორინგი
სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა) განხორციელებული მონიტორინგი
მუხლი 2
წლიური მონიტორინგი
სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას
მუხლი 2
მიზანი
განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან
მუხლი 2
საბაზისო მაჩვენებელი
დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების  დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები
მუხლი 2
სამიზნე მაჩვენებელი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით ან/და მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები
მუხლი 2
შესრულების მაჩვენებელი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში
მუხლი 2
აქტივობა
ქმედება, რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას
მუხლი 2
შესრულების დამადასტურებელი საშუალება
დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა
მუხლი 2
სამოქმედო გეგმა
დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს და აქტივობებს
მუხლი 2
დაკვირვება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას
მუხლი 2
გასაუბრება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან ან/და ბავშვთან კომუნიკაცია
მუხლი 2
აღნიშვნის ფურცლით შემოწმება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმება,  რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს
მუხლი 2
მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.12.2024 ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.09.2017 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.09.2017 კასპის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.11.2017 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2019 წლის 1 ოქტომბერი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ 26-ე მუხლის და 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗დამტკიცდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა“ დანართი №1 შესაბამისად (თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი დანართი ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ,,ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის” მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპების, ამოცანების და პროცედურების დადგენის გზით ხაშურის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება), ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი). 2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის  მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად; ბ) შეფასება − დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია, კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად; გ) ანგარიშგება − მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების ან/და მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად; დ) სტრუქტურული ერთეული – ხაშურის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას; ე) შუალედური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა) განხორციელებული მონიტორინგი; ვ) წლიური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას; ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან; თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების  დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები; ი) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით ან/და მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები; კ) შესრულების მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში; ლ) აქტივობა – ქმედება, რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას; მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება – დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა; ნ) სამოქმედო გეგმა – დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს და აქტივობებს; ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას; პ) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან ან/და ბავშვთან კომუნიკაცია; ჟ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმება,  რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს; რ) მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას. მუხლი 3🔗. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპები 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების  განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებს. 2. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია: ა) ინფორმაციის  ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა – მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის განსაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი, როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისთვის; ბ) განხორციელებადობა – მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პროცესი არის წინასწარ დაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული; გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორიგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება  ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით; დ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები  ეფუძნება კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება – მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება. მუხლი 4🔗. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ამოცანებია: ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით; ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით; გ) მოხდეს დაწესებულებისათვის დროული და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით; დ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ; ე) მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალუდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების  რეალისტურობასა და განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის, ფინანსური რესურსების) განსასაზღვრად; ვ) მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარება უფლებამოსილი სუბიექტებისთვის, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების გასაუმჯობესებლად; ზ) შეგროვდეს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან დაწესებულებისათვის კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში; თ) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა  უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 5🔗. მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც წინამდებარე დოკუმენტით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც ქმნის მერი. მუხლი 6🔗. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი 1. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას. 2. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს მერი, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. მონიტორინგის პროცედურები 1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად წელიწადში ორჯერ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით. 2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე. 3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით. 4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით. 5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე მაჩვენებელი და შესაბამისი შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში. 6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, არის წინა სასწავლო-სააღმზრდელო წლის ბოლოს დაფიქსირებული შესრულების დონე, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ. 7. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, მისი შექმნიდან 3 თვის ვადაში, მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტრუმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. 8. საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია დაწესებულების მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით სამუშაო ჯგუფს წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები. მუხლი 8🔗. მონიტორინგის ანგარიშგება 1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, წელიწადში ორჯერ. 2. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ანგარიში წარედგინება მერს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. 3. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გათვალისწინებულ უნდა იქნას დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურები. 5. შუალედური ან წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა  (არაუმეტეს 15 დღისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 6. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოვოს, ან დაავიწროვოს  შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე. 7. სტრუქტურული ერთეული, შეფასების შედეგებს შესაბამის დაწესებულებას წარუდგენს შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 8. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.