„არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, რომელთა საწესდებო კაპიტალში შესაძლებელია სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებებით) წილობრივი მონაწილეობა, სამინისტროს ნებართვის გაცემის შესახებ“

მიღების თარიღი 19.04.1994
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 110.012.000.031
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/1994
matsne.gov.ge 168 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, რომელთა საწესდებო კაპიტალში შესაძლებელია სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებებით) წილობრივი მონაწილეობა, სამინისტროს ნებართვის გაცემის შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება №40 1994 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი  არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, რომელთა საწესდებო კაპიტალში შესაძლებელია სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებებით) წილობრივი მონაწილეობა, სამინისტროს ნებართვი გაცემის შესახებ 1. სამინისტროს სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა და ტერიტორიულმა ორგანოებმა 1994 წ. 1 აპრილიდან არ გასცენ ნებართვა არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებაზე, მათ საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებების) წილობრივი მონაწილეობის შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფო ქონების პრივატიზება გათვალისწინებულია პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით. 2. არასახელმწიფო იურიდიული პირების დაფუძნებისას, მათი საწესდებო ფონდის ფორმირების დროს, განისაზღვროს სახელმწიფო იურიდიულ პირთა ერთ-ერთ დამფუძნებელად მონაწილეობა, მხოლოდ საბრუნავი სასსრებით, რაც უნდა შეთანხმდეს მხოლოდ სახელმწიფო ქონების სამინისტროსთან, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა. 3. დაევალოს სამინიტროს ტერიტორიულ ორგანოებს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ სამინისტროს იურიდიულ განყოფილებაში იმ არასახელმწიფო იურიდიულ პირთა ნუსხა, რომელთა დაფუძნებაში მონაწილეობა აქვთ მიღებული სახელმწიფო იურიდიულ პირებს, საწესდებო კაპიტალში წილის (ძირითადი ან საბრუნავი სახსრების) ოდენობის ჩვენებით, 1993 წლის 1 იანვარის შემდეგ. 4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ე. ჯუღელს.  მინისტრი       ა. სილაგაძე