„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016563
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2019 წლის 1 ოქტომბერი

ხაშური

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის №17 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19/05/2016; 010250050.35.143.016388) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:   

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში – მერია), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით მოქმედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს (შემდეგში – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა);

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, შესაბამისი სამსახური (შემდეგში – სამსახური) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის მიზნით აწარმოებს  ჟურნალს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:

ა) აღრიცხვის ნომერს;

ბ) აღრიცხვის თარიღს;

გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;

დ) ამხანაგობის დასახელებას;

ე) ამხანაგობის მისამართს“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში – მერი), აღრიცხვაზე აყვანის მიზნით მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:

ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი;

ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობისათვის ამხანაგობა წერილობით მიმართავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს.  განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;

ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;

გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;

დ) ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების დანართ №2-ში აღნიშნული ამხანაგობის წილის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ორიგინალს;

ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს)“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს თანადაფინანსების წესით შეძენილი მასალების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია გამოუყენებელი მასალები ამოიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით (ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთაც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, მიეცათ შესაბამისი ასიგნება სარემონტო მასალების შესაძენად)“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დასაფინანსებელი თანხის ის ნაწილი, რომლის გადახდაც ეკუთვნის ბინათმესაკუთრეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი ქულა 35 000 ან ნაკლებია, იფარება მერიის მიერ“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი



დანართი №2


ონისძიებების დასახელება

თანადაფინანსების წილი %

მერიის წილი %

ამხანაგობის წილი %

1

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია

95/5

95

5

2

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალკანალიზაციის კომუნიკაციების რეაბილიტაცა

95/5

95

5

3

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლები, სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა

95/5

95

5

4

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ატრაქციონების შესყიდვა

85/15

85

15

5

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაცია)

99/1

99

1

6

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების მოწყობა/რეაბილიტაცია

99/1

99

1

7

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოასფალტება, კეთილმოწყობა

99/1

99

1