⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.06.2010)
გაუქმებულია:

„რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის სავალუტო ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და მათი წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 02.11.1994
ძალის დაკარგვა 04.06.2010
გამომცემი ორგანო ეროვნული ბანკის გამგეობა
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 090.009.000.033
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 10/11/1994
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 960 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.1994 მიღება
04.06.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის სავალუტო ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და მათი წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობა დადგენილება №36 1994 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი „რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის სავალუტო ანგარიშების /ანაბრების/ გახსნისა და მათი წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობა ადგენს: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის სავალუტო ანგარიშების /ანაბრების/ გახსნისა და მათი წარმოების შესახებ“, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1993 წლის 26 თებერვლის 1/8 დადგენილებით დამტკიცებული № 5 ინსტრუქციის განაყოფი 5 „რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და კერძო პირებისათვის უცხოურ ვალუტასა და რესპუბლიკაში მოქმედ ფულად ერთეულში მიმდინარე ანგარიშებისა და ანაბრების გახსნა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1993 წლის 28 ივლისს დამტკიცებული „რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის მიმდინარე სავალუტო ანგარიშების გახსნის, წარმოებისა და სავალუტო სახსრების გამოყენების წესები“. საქართველოს ეროვნული ბანკის  გამგეობის თავმჯდომარე                                  ნ. ჯავახიშვილი ინსტრუქცია №6 რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის სავალუტო ანგარიშების /ანაბრების/ გახსნისა და მათი წარმოების შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1.1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის /შემდგომში რეზიდენტი, არარეზიდენტი/ სავალუტო ანგარიშების /ანაბრების/ გახსნისა და მათი წარმოების წესებს. 1.2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული და რეგისტრირებული ყველა რეზიდენტი, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ვალდებულია ამონაგები სავალუტო სახსრების აკუმულირება მოახდინოს რწმუნებულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე. 1.3. რეზიდენტს უფლება აქვს სავალუტო ანგარიში გახსნას მხოლოდ ერთ  ბანკში. 1.4. რეზიდენტს შეუძლია რამდენიმე ანგარიში გახსნას ერთ ბანკში სხვადასხვა ვალუტაში, ან სურვილისამებრ მხოლოდ ერთ ვალუტაში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ერთი სახის უცხოური ვალუტის კონვერსია მეორე სახის ვალუტაში. 1.5. კონვერსიის ჩატარებისათვის ბანკი იღებს საკომისიო გასამრჯელოს მის მიერ დადგენილი წესით და ტარიფით. 1.6. ბანკები სავალუტო ანგარიშებს უხსნიან არარეზიდენტებს /დიპლომატიურ და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლობებს საქართველოში; საერთაშორისო ორგანიზაციებს; უცხოეთის ფირმებსა და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან განლაგებული და რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკაში/. 1.7. ბანკებს შეუძლიათ აიღონ საკომისიო გასამრჯელო რეზიდენტებისა და არარეზიდენტებისათვის ანგარიშების გახსნისა და ოპერაციების წარმოებისათვის ამ ბანკების მეირ დადგენილი წესითა და ტარიფებით. 1.8. ბანკებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ რეზიდენტებისა და არარეზიდენტების სავალუტო ანგარიშებზე დაარიცხონ პროცენტები მათ მიერ დადგენილი წესითა და ტარიფით. 1.9. ბანკები რეზიდენტებისა და არარეზიდენტების სავალუტო ანგარიშებზე სახსრებს აღრიცხავენ და ოპერაციებს აწარმოებენ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსების ბიულეტენის შესაბამისად. 1.10. ბანკები რეზიდენტებისა და არარეზიდენტების ანგარიშებზე სავალუტო სახსრების გადაფასებას აწარმოებენ ამ ანგარიშებზე რიცხული ვალუტის კურსის ცვლილებისას ეროვნულ ვალუტასთან შეფარდებით. 1.11. ბანკები რეზიდენტებისა და არარეზიდენტების სავალუტო ანგარიშებს გახსნიან 070 საბალანსო ანგარიშზე. 2. სატრანზიტო ანგარიშები 2.1. ბანკები სავალუტო ანგარიშების პარალელურად რეზიდენტებს უხსნიან სატრანზიტო ანგარიშებს უცხოურ ვალუტაში. 2.2. ბანკები სატრანზიტო ანგარიშებს გახსნიან 080 საბალანსო ანგარიშზე. 2.3. რეზიდენტის სასარგებლოდ ბანკში შემოსული ნაღდი და უნაღდო სავალუტო სახსრები მთლიანი მოცულობით ჩაირიცხება მის სატრანზიტო ანგარიშზე. 2.4. ბანკები სატრანზიტო ანგარიშებიდან განახორციელებენ უცხოური ვალუტის ნაწილით სავალდებულო მიყიდვას საქართველოს ბანკისათვის. 2.5. სატრანზიტო ანგარიშებიდან სხვა ოპერაციების განხორციელება აკრძალულია. 2.6. უცხოური ვალუტის სავალდებულო მიყიდვის შემდეგ დარჩენილი ვალუტა სატრანზიტო ანგარიშიდან გადაირიცხება რეზიდენტის სავალუტო ანგარიშზე. 2.7. სატრანზიტო ანგარიშებზე პროცენტები არ დაირიცხება. 3. ვადიანი ანაბრების გახსნის წესი 3.1. რეზიდენტისა და არარეზიდენტის დავალებით ბანკს შეუძლია სავალუტო სახსრები ჩარიცხოს ვადიან ანაბარზე. 3.2. ვადიანი ანაბრის მინიმალურ თანხას განსაზღვრავს ბანკი. 3.3. ვადიანი ანაბრის გახსნა, ანუ სადეპოზიტო ანგარიშზე სავალუტო სახსრების შენახვა განხორციელდება ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებაში განისაზღვრება: თანხის ოდენობა, ვადა დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი, ბანკის გარანტია სადეპოზიტო ანგარიშზე რუცხული სახსრებისა და დარიცხული პროცენტების დაბრუნებაზე. 3.4. ბანკის გარანტია სადეპოზიტო ანგარიშებზე რიცხული სახსრების დაბრუნებაზე უზრუნველყოფილია საწესდებო და სარეზერვო ფონდებით, აგრეთვე ბანკის მთელი ქონებით. 4. სავალუტო ანგარიშის გახსნის წესი 4.1. რეზიდენტი ანგარიშის /ანაბრის/ გასახსნელად ბანს წარუდგენს: ა/ განცხადებას; ბ/ ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო საბუთებს/ წესდების დებულებას/, სადამფუძნებლო ხელშეკრულების, სარეგისტრაციო მოწმობის ასლებს; გ/ ნოტარიულად დამოწმებულ ბარათს ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირების ხელმოწერის ნიმუშებითა და რეზიდენტის ბეჭდის ანაბეჭდით ორ ცალად; დ/ ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის ცნობას რეზიდენტის აღრიცხვის შესახებ. 4.2. არარეზიდენტი ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს: ა/  განცხადებას; ბ/ უცხოეთის სახელმწიფოში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოში / საკონსულოში/ ან საქართველოს რესპუბლიკაში უცხოეთის სახელმწიფოს საელჩოში / საკონსულოში/ ლეგალიზებულ სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და სავაჭრო რეესტრის ამონაწერის ასლებს; გ/ სხვა დოკუმენტებს, რომლებიც არარეზიდენტის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავენ არარეზიდენტის სტატუსს; დ/ ნოტარიულად დამოწმებულ ბარათს ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერის ნიმუშებითა და არარეზიდენტის ბეჭდის ანაბეჭდით. 4.3. ბანკი რეზიდენტებისა და არარეზიდენტების სავალუტო ანგარიშების გახსნას აფორმებს ხელშეკრულებით. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ბანკის ხელმძღვანელი / ხელმძღვანელის მოადგილე/ და მთავარი ბუღალტერი ან მათ მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები. 4.4. ხელშეკრულებაში განისაზღვრება ანგარიშის რეჟიმი, საკომისიო გასამრჯელო, საფოსტო-სატელეგრაფო ხარჯები და სხვა პირობები. 4.5. ბანკი ხელშეკრულების ერთ ცალს აძლევს რეზიდენტსა და არარეზიდენტს ანგარიშის გახსნის შესახებ ხელშეკრულების დადების დასტურად. 5. ანგარიშების წარმოების წესი 5.1. რეზიდენტის ანგარიშზე შეიძლება ჩაირიცხოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის /სამუშაოს, მომსახურების/ რეალიზაციიდან ამონაგები ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში შემოსული სავალუტო სახსრები, სხვა შემოსულობანი. 5.2. სავალუტო ანგარიშის მფლობელი რეზიდენტის დავალებით ბანკი შეუზღუდავად განახორციელებს გადარიცხვებსა და ნაღდი ვალუტის გაცემას ანგარიშიდან ყველა იმ მიზნებისათვის, რაც შეესაბამება რეზიდენტის წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობას და არ არის აკრძალული საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. 5.3. რეზიდენტმა საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გადარიცხვის შემთხვევაში ბანკს უნდა წარუდგინოს სათანადო ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ განსახორციელებელი ოპერაციის კანონიერებას. 5.4. არარეზიდენტის ანგარიშზე შეიძლება ჩაირიცხოს როგორც საზღვარგარეთიდან გადმოგზავნილი და შემოტანილი, ისე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის /მომსახურების, სამუშაოს/ რეალიზაციიდან, ინვესტიციებიდან და სხვა საქმიანობიდან ამონაგები სავალუტო სახსრები, სხვა შემოსულობანი. 5.5. სავალუტო ანგარიშის მფლობელი არარეზიდენტის დავალებით ბანკი მისი ანგარიშიდან შეუზღუდავად განახორციელებს გადარიცხვებსა და ნაღდი ვალუტის გაცემას. 5.6. რეზიდენტებისა და არარეზიდენტების ანგარიშებიდან სავალუტო სახსრების ხარჯვა შეიძლება მხოლოდ მათზე რიცხული ნაშთის ფარგლებში. 5.7. რეზიდენტებს შორის უცხოური ვალუტით როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რეზიდენტს აქვს ეროვნული ბანკის ლიცენზია საქონლის /მომსახურების, სამუშაოს/ რეალიზაციის უცხოურ ვალუტაში განხორციელების შესახებ. 5.8. რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ვალუტით, თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტითა და მხარეებისათვის მისაღები სხვა უცხოური ვალუტით. 5.9. ბანკები ოპერაციების შესრულების კვალობაზე რეზიდენტებს და არარეზიდენტებს უგზავნიან ანგარიშების ამონაწერებს. თუ 15 საბანკო დღის განმავლობაში ბანკმა არ მიიღო რაიმე შენიშვნა, ამონაწერი დამოწმებულად ითვლება. 5.10. რეზიდენტები და არარეზიდენტები უმოწმებენ ბანკს სავალუტო ანგარიში ნაშთს უდასტურებენ ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით. 6. სანქციები რწმუნებული ბანკების მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი  მათ მიმართ განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფინანსურ და ადმინისტრაციულ სანქციებს, სავალუტო ოპერაციების წარმოების ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით. სავალუტო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი                                                                                                  ლ. ქისტაური