შპს „აი ბი სი ჯორჯია“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №06/20-რ
2019 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „აი ბი სი ჯორჯიას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს სადაზღვევო-საბროკერო კომპანია „აი ბი სი ჯორჯიას“ 2019 წლის 27 სექტემბრის მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შპს „აი ბი სი ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 400209500) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 10 ივლისის №06/8-რ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებად შპს „აი ბი სი ჯორჯიას“ ნაცვლად განისაზღვროს შპს „სადაზღვევო-საბროკერო კომპანია „აი ბი სი ჯორჯია“.
2. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემები 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „აი ბი სი ჯორჯია“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „აი ბი სი ჯორჯია“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2019.
- როდის იქნა მიღებული „შპს „აი ბი სი ჯორჯია“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „შპს „აი ბი სი ჯორჯია“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.09.2019. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №06/20-რ.
- სად არის „შპს „აი ბი სი ჯორჯია“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „აი ბი სი ჯორჯია“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ“, №06/20-რ, 30.09.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4672853/