“ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.147.016218
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2019 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge;  26/04/2018; 010260020.35.147.016187)  შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილება:

)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი და 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, სამსახურებრივი ინსპექტი­რე­ბი­სა და დისციპლინური წარმოების განხორციელება; გამგეობის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

61. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციაპლიტეტის გამგეობის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება. შიდა აუდიტის სახეების (ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი) განხორციელება გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იმ იურიდიულ პირებში, რომელთა წილის 50%-ზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი.  შიდა აუდიტის სამსახური საქმიანობას წარმართავს "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი