„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2019 წლის 11 ოქტომბერი ქ. ყვარელი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ე) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების ფუნქციები
ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება უზრუნველყოფს:
1. მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას.
2. მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე.
3. მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას, მონიტორინგს მერიის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე, მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას.
4. მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას.
5. მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის კლასის მინიჭების საკითხების მომზადებას.
6. მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას.
7. მუნიციპალიტეტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას.
8. თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
9. მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას.
10. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
11. მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
12. მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას, გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას, კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას.
13. მომხმარებლების დისტანციურ/სატელეფონო/ლოკალურ უზრუნველყოფას პროგრამული უზრუნველყოფის გამართვისა და ტექნიკური სახის პრობლემების მოგვარების კუთხით.
14. მომხმარებლების კომპიუტერების უწყვეტი და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას.
15. ტექნიკური მოწყობილობების ინსტალაციასა და მხარდაჭერას.
16. კანონმდებლობითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ან/და მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.
4. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-10 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
1. მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას.
2. მასმედიასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით; მერიის საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებას.
3. ფოტო და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფას.
4. მერიის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას.
5. მერიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური ვებგვერდების მართვას.
6. სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის ურთიერთობის კოორდინაციას.
7. კანონმდებლობითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ან/და მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.
|