საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5202-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2019

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 204-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი – 6 წლით. ამ კომისიის წევრი არ შეიძლება კომისიის წევრად აირჩეს 2-ზე მეტი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით;“;

გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს;“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

18 ოქტომბერი 2019 წ.

N5202-Iს