„არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებისას თანხის დაფარვის წესის შესახებ“

მიღების თარიღი 05.06.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №26.01.630
სარეგისტრაციო კოდი 170.012.000.068
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 05/06/1995
matsne.gov.ge 250 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებისას თანხის დაფარვის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება ოქმი № 26.01.630 1995 წლის 5 ივნისი ქ. თბილისი არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებისას თანხის დაფარვის წესის შესახებ კოლეგიამ დაადგინა: 1. დაწესდეს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის უფლება აღებული აქვთ აუქციონის ან კონკურსის წესის თანახმად საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის №555-სი დადგენილებისა უფლება აქვთ გამოისყიდონ აღნიშნული ფართობი გამოსასყიდი თანხის არანაკლებ 50%-ისა და არაუმეტეს 65%-ის გადახდა მოხდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 20 დღის განმავლობაში გადახდის დღეისათვის აშშ დოლარის კუპონის კურსთან ექვივალენტური თანხით, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდილი უნდა იქნეს ვაუჩერებით თანახმად სამინსიტროს კოლეგიის 1995 წლის 13 აპრილის №16.02.135 დადგენილებისა. 2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც უფლება მიენიჭათ სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით ან მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით პირდაპირ შეისყიდონ არასაცხოვრებელი ფართობი, 20 დღის განმავლობაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოსასყიდი თანხა არანაკლებ 50%-ისა და არაუმეტეს 65%-ისა უნდა დაიფაროს გადახდის დღისათვის აშშ დოლარის კუპონის კურსთან ექვივალენტური თანხით, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდილი უნდა იქნეს ვაუჩერებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ დარღვეული იქნება ამ დადგენილების I და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, ყოველ გადაცილებულ დღეზე 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმა შესასყიდი ფასის 0,5% აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში გაუქმდეს გადაწყვეტილება არასაცხოვრებელი ფართობის გამოსყიდვის შესახებ. 4. არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებულიდან შემოსული თანხები განაწილდეს თანახმად საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №496 დადგენილებისა და 1994 წლის 31 ოქტომბრის №961 განკარგულების შესაბამისად. 5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბარიძეს. მინისტრი   კოლეგიის თავმჯდომარე                                                          ა. სილაგაძე კოლეგიის მდივანი                                                                   ნ. მეტრეველი