ინსტრუქცია „ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მოგებიდან გადასახადის გადახდისათვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებების შესახებ“

მიღების თარიღი 24.02.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური
ნომერი №11-14
სარეგისტრაციო კოდი 090.013.000.057
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 16/04/1995
matsne.gov.ge 1,768 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ინსტრუქცია „ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მოგებიდან გადასახადის გადახდისათვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებების შესახებ“ ინსტრუქცია ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მოგებიდან გადასახადის გადახდისათვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებების შესახებ წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „საქართველოს რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 12 აგვისტოს №253 ბრძანებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების/შემდგომში – ბანკებში/მოგების გადასახადის გადახდისათვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებებს, აგრეთვე ფინანსური შედეგების ფორმირების წესს, იმ წესითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია „საწარმოების მოგების/შემოსავლის/ გადასახადის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით. ყველა ბანკი, რომელმაც მიიღო საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზია საბანკო ოპერაციების წარმოებაზე, მოგებიდან გადასახადის გაანგარიშებისათვის დასაბეგრ ბაზას გამოიანგარიშებენ, ინსტრუქციის შესაბამისად მიღებული შემოსავლების საერთო თანხიდან/დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე/ იმ ხარჯების გამოკლებით, რომლებიც ჩაირთვება გაწეული მომსახურების თვითღირებულებაში და დაზუსტებული შემოსავლებისა და ხარჯების თანხის სხვაობით, რომელიც უშუალოდ მიეკუთვნება მათი საქმიანობის საფინანსო შედეგებს. I. ბანკის შემოსავლები, რომლებიც გაითვალისწინება მოგებიდან გადასახადის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებაში მოგებიდან გადასახადის გადახდისას დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშებისათვის ბანკების შემოსავლების შემადგენლობაში ჩაირთვება: 1) ბანკის მიერ განთავსებული საკრედიტო რესურსების დარიცხული და მიღებული პროცენტები, მათ შორის შემოსავლები, რომლებიც მიღებულია ცენტრალიზებულ საკრედიტო რესურსებზე, რომელსაც რესპუბლიკის ეროვნული ბანკი აძლევს საწარმოებსა და ორგანიზაციებს ბანკების მეშვეობით. 2) საინკასო, სააკრედიტივო და სხვა საბანკო ოპერაციებისათვის, მათ შორის საკორესპონდენტო ურთიერთობის განხორციელებისათვის გაწეულ მომსახურებაზე მიღებული საკომისიო და სხვა სახის მოსაკრებელი /გადასახდელი/. 3) მომსახურებაზე გადასახადი, რომელსაც ბანკი უწევს კლიენტებს ანგარიშსწორების, მიმდინარე, სავალუტო, სასესხო და სხვა სახის ანგარიშების გახსნისა და მათი წარმოებისათვის, ნაღდი ფულის გაცემის/მიღების/, აგრეთვე საინფორმაციო, საკონსულტაციო, საექსპერტო და სხვა სახის მომსახურების გაწევისათვის. 4) შემოსავლები, მიღებული ბანკის მიერ ფორფეიტინგული, ფაქტორინგული, ნდობით/სატრასტო/ ოპერაციებიდან. 5) შემოსავლები, მიღებული ბანკის მიერ საგარანტიო და აქცეპტური ოპერაციებიდან; 6) ბანკის მიერ მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი. 7) გადასახდელი ინკასაციისათვის, ფულადი საშუალებების, ფასიანი ქაღალდების, სხვა ფასეულობებისა და საბანკო დოკუმენტების გადატანისათვის. 8) შემოსავლები, მიღებული ბანკის მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსების სამუშაოებისათვის. 9) შემოსავლები, მიღებული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების ოპერაციებიდან, მათ შორის მათი განთავსებისა და მართვის ოპერაციებიდან და სხვა ოპერაციებიდან საფონდო ბაზარზე. 10) შემოსავლები, რომელსაც ბანკი ღებულობს უცხოური ვალუტის, ძვირფასი მეტალებისა და სხვა სახის სავალუტო ფასეულობებით ოპერაციების განხორციელებისათვის, მათ შორის საკომისიო მოსაკრებლები იმ ოპერაციებისათვის, რაც დაკავშირებულია კლიენტის დავალებითა და მისი ანგარიშით ვალუტის შესყიდვასა და გაყიდვასთან. 11) შემოსავლები, ბანკის კუთვნილი ქონების იჯარით გადაცემისგან, მათ შორის შემოსავლები ლიზინგური ოპერაციებიდან განხორციელებისაგან. 12) ბანკის მიერ გამოშვებული აქციის გასაყიდ და ნომინალურ ღირებულებას შორის სხვაობა / გარდა ბანკის საწესდებო კაპიტალის ფორმირებისას გაყიდულ აქციებისა, როდესაც ასეთი სხვაობა განიხილება როგორც ბანკის დამატებითი კაპიტალი/. 13) ბანკის კუთვნილ / მათ შორის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების / ფასიანი ქაღალდების სარეალიზაციო ფასსა და შეძენის ფასს შორის სხვაობა. 14) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბანკისათვის უსასყიდლოდ დაცემული ფულადი და ძირითადი საშუალებები, მატერიალური და არამატერიალური აქტივები. 15) ბანკის მიერ ბირჟაზე საბროკერო ადგილების შეძენის ან იჯარით აღების შედეგად მიღებული შემოსავლები. 16) კლიენტის მიერ ბანკისათვის გადმორიცხული თანხები, სატელეგრაფო, საფოსტო და სხვა სახის კავშირგაბმულობის მომსახურების ასანაზღაურებლად. 17) პროცენტები და საკომისიო მოსაკრებლები მიღებული ბანკის მიერ გასულ წელს შემოსულ ოპერაციებზე, აგრეთვე მოთხოვნილ პროცენტები და საკომისიო მოსაკრებლები, რომლებიც ზედმეტად გადაუხადა ბანკმა კლიენტებს გასულ წლებში. 18) ბანკის სალაროს ზედმეტობა. 19) სხვა შემოსავლები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ჩაირთვება ბანკის დასაბეგრ მოგებაში, აგრეთვე მიღებული სხვა სახის საქმიანობის განხორციელების შედეგად. II. ხარჯების შემადგენლობა, რომელიც ჩაირთვება ბანკების მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულებაში და გაითვალისწინება დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებაში მოგებიდან გადასახადის გადახდისთვის ხარჯები, რომელიც ჩაირთვება ბანკების მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულებაში და გაითვალისწინება დასაბეგრ ბაზის გაანგარიშებაში, მოგებიდან გადასახადის გადასახადისათვის, მიეკუთვნება: 20) შესაბამის ბიუჯეტში ბანკის მიერ გადასახდელად კუთვნილი გადასახადების, გადასახდელებისა და სხვა მოსაკრებლების თანხები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად მიეკუთვნება პროდუქციის/სამუშაოს, მომსახურების/ თვითღირებულებას, აგრეთვე საბაჟო გადასახადი. 21) კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ნორმატივების მიხედვით ანარიცხები სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან ფონდში, რესპუბლიკის დასაქმების ფონდში, ასევე, სახელმწიფო დაზღვევაზე. 22) კანონმდებლობის შესაბამისად ბანკის ქონების და ცალკეული კატეგორიის მუშაკების სავალდებულო დაზღვევის გადასახდელები. 23) მოთხოვნამდე შენატანებზე / ანგარიშსწორების, მიმდინარე, საკორესპონდენტო და სხვა ანგარიშებზე / და ვადიან შენატანებზე /დეპოზიტებზე/ დარიცხული და გადახდილი პროცენტები. 24) ბანკის სავალო ვალდებულებებზე/ობლიგაციებზე, სადეპოზიტო და საშემნახველო სერთიფიკატებზე, ვექსილებზე და სხვა / დარიცხული და გადახდილი პროცენტები, მათ შორის აღნიშნული სავალუტო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის ფასსა და მათ ნომინალურ ღირებულებას შორის უარყოფითი სხვაობა/ დისკონტი/. 25) ბანკთაშორის კრედიტებზე, მათ შორის მიზნობრივ ცენტრალიზებულ კრედიტებზე და ოვერდრაფტზე, სათავო და ფილიალებს შორის, აგრეთვე ერთი ბანკის ფილიალებს გადანაწილებულ საკრედიტო რესურსებზე დარიცხული და გადახდილი პროცენტები. 26) ბანკის მიერ შეძენილ რეფინანსირებულ კრედიტებზე, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი წესით აუქციონის გზით. შეძენილ კრედიტებზე დარიცხული და გადახდილი პროცენტები. 27) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით გადავადებულ კრედიტებზე დარიცხული და გადახდილი პროცენტები. 28) მომსახურებისათვის და საკორესპონდენტო ურთიერთობებისათვის ბანკის მიერ გადახდილი საკომისიო მოსაკრებლები, მათ შორის კლიენტებისათვის საანგარიშსწორებო - საკასო მომსახურების ხარჯები. (საანგარიშსწორებო, მიმდინარე და სხვა ანგარიშების გახსნისათვის, საანგარიშსწორებო - საკასო მომსახურებისათვის გადასახდელი). 29) უცხოური ვალუტის ყიდვისას /გაყიდვისას/ ბანკის მიერ გადახდილი საკომისიო მოსაკრებლები/გადასახდელი/. 30) გასული წლის ანგარიშში ბანკის მიერ გადახდილი პროცენტები და საკომისიო მოსაკრებლები და გასულ წლებში კლიენტებისაგან ზედმეტად ამოღებული ბანკის მიერ დაბრუნებული პროცენტები და საკომისიო მოსაკრებლები. 31) ბანკის ძირითადი ფონდების ცვეთა, სრულ აღდგენის საამორტიზაციო ანარიცხების ფორმით, რომელიც დარიცხულია დასაბეგრი პერიოდის განმავლობაში არსებული წესების შესაბამისად დამტკიცებული ნორმების მიხედვით, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათი აქტიური ნაწილის/ საოპერაციო და გამოთვლითი ტექნიკა, ა. შ/ დაჩქარებული ამორტიზაციის ჩათვლით. 32) ბანკის კუთვნილი მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ცვეთა, მათი სრული ღირებულებით, ასეთი საგნების ექსპლუატაციაში გადაცემისას. 33) ბანკის კუთვნილი არამატერიალური აქტივების ცვეთა. არამატერიალური აქტივების კონკრეტული შემადგენლობა და თვითღირებულებაზე ცვეთის მიკუთვნების წესი განსაზღვრულია „პროდუქციის / სამუშაოების, მომსახურების/ თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობისა და ფინანსური შედეგების ფორმირების წესის შესახებ“ დებულებით, დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს №565 დადგენილებით. 34) საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის გამოყენებული ძირითადი ფონდებისა და ცალკეული ობიექტების იჯარით აღების შემთხვევაში გადახდილი საიჯარო ქირა (ამონაგების ინკასაციისათვის საავტომობილო ტრანსპორტის და საბანკო დოკუმენტებისა და ფასეულობების გადატანისათვის სპეციალური საავტომობილო ტრანსპორტის, აგრეთვე არამატერიალური აქტივების, მათ შორის საბროკერო ადგილების იჯარით აღებისა). 35) ყველა სახის რემონტის ხარჯები, გარდა გამოსყიდვის უფლების გარეშე იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების ყველა სახის რემონტზე გაწეული ხარჯებისა, რომელიც იფარება ბანკის განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან. 36) ხარჯები, კანონმდებლობის თანახმად დადგენილი ნორმებისა და ნორმატივების ფარგლებში ბანკის გამგეობის /საბჭოს/ მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად: ა) წარმომადგენლობითი ხარჯები, მათ შორის აქციონერთა / მეპაიეთა/ კრებების, ბანკის გამგეობისა /საბჭოს/ და ბანკის სარევიზიო კომისიის სხდომათა მოწყობის ხარჯები, მათზე დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობისას; ბ) რეკლამის ხარჯები; გ) საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინების ხარჯები. ნორმატივების არსებობისას წარმომადგენლობითი ხარჯები უნდა დაიფაროს ბანკის განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან. 37) ბანკის მუშაკთა მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული ხარჯები, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წ. 16 აგვისტოს №565 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 38) საკონსულტაციო, ინფორმაციული და აუდიტორული მომსახურების ანაზღაურება, რომელსაც ბანკს უწევენ ხელშეკრულების საფუძველზე. 39) მარკეტინგული და სხვა ანალოგიური სახის მომსახურების ანაზღაურება იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის მართვის სტრუქტურაში არაა გათვალისწინებული შესაბამისი ფუნქციონალური სამსახური ან თანამდებობის პირი, რომელთაც დავალებული აქვს შესაბამისი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულება. 40) საკანცელარიო, საფოსტო, სატელეგრაფო, სატელეფონო და სხვა სახის კავშირგაბმულობის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები, მათ შორის თანამგზავრული კავშირგაბმულობის მომსახურების ანაზღაურება, რაც დაკავშირებულია ბანკის ოპერაციებთან და კლიენტების მომსახურებასთან. 41) სპეციალური ლიტერატურის, ნორმატიული და ინსტრუქციული დოკუმენტების შეძენის, აგრეთვე სპეციალური გამოცემების / გაზეთები, ჟურნალები და ა. შ/ ხელმოწერის ხარჯები, რაც აუცილებელია საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის. 42) ბანკომატების, მონეტების, ჩეკების, სხვა საანგარიშსწორებო საგადასახდელო დოკუმენტების ინკასაციაზე გადასახდელები, აგრეთვე ხარჯები ბანკისა და მისი კლიენტების კუთვნილი ფასეულობების შეფუთვასთან, მათ შორის ნაღდი ფულის დაკომპლექტებასთან, ფასეულობების გადაზიდვასთან, გადაგზავნასთან და მიტანასთან. 43) ფასეულობების გადაზიდვისა და შენახვისათვის განკუთვნილი საინკასატორო ჩანთებისა და ტომრების რემონტისა და რესტავრაციის, ახლის შეძენის ხარჯები. 44) საანგარიშსწორებო-საკასო და გამოთვლილი ცენტრების მომსახურების ანაზღაურების ხარჯები. 45) ბანკის ხარჯები გაწეული ბლანკების, მაგნიტური მატარებლების, პერფობარათების, დისკეტების, ბანკის ინფორმაციის სხვა მატარებლების, აგრეთვე მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, საჩეკო, ქვითრების და სხვა წიგნების დამზადებისათვის, შეძენასთან და გადაგზავნასთან. 46)პენსიებისა და დახმარებების გადაგზავნასთან დაკავშირებული ხარჯები. 47) ხარჯები, რაც დაკავშირებულია საგადამხდელო-საანგარიშსწორებო საშუალებების /პლასტიკური ბარათები, საგზაო ჩეკების და სხვა / დამზადებასთან და დანერგვასთან, რომელიც აუცილებელია საბანკო საქმიანობის უზრუნველყოფისათვის. 48) ხარჯები, რაც დაკავშირებულია ბანკის მიერ აქციების, ობლიგაციების, სადეპოზიტო და სამშენებლო სერთიფიკატების, სხვა სავალო ვალდებულებების და სხვა ფასიანი ქაღალდების ორგანიზაციასთან და გამოშვებასთან, რომლის მიმოქცევაც ხდება საფინანსო ბაზარზე/ ემისიის პროსპექტების მომზადების, ფასიანი ქაღალდების, ბლანკების შეძენის ხარჯები, ტიპოგრაფიული ხარჯები, ფასიანი ქაღალდის გავრცელებისათვის გადახდილი საკომისიო და ა. შ./. ფასიანი ქაღალდების ორგანიზაციასთან და გამოშვებასთან დაკავშირებული სარეკლამო მომსახურებაზე ანაზღაურების ხარჯები, გაითვალისწინება ხარჯების შემადგენლობაში წინამდებარე ინსტრუქციის 36-ე პუნქტის შესაბამისად. 49) ბანკის მიერ ფორფეიტინგული ფაქტორინგული, ნდობითი / სატრასტო/ ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. 50) მუშაკთა შრომის ანაზღაურების ხარჯები, მათ შორის იმ მუშაკებისა რომლებიც არ ირიცხებიან ბანკის შტატშიდა ხელშეკრულების მიხედვით ასრულებენ სამუშაოებს. 51) საექსპლუატაციო ხარჯები, რაც დაკავშირებულია შენობების, მოწყობილობების, ინვენტარის, სამომსახურეო საავტომობილო ტრანსპორტის შენახვასთან. 52) ბანკის ხარჯები სახანძრო და საყარაულო დაცვის შენახვაზე, მათ შორის ხელშეკრულებების თანახმად დაცვის მომსახურების ანაზღაურება იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც გააჩნიათ ლიცენზია დაცვითი საქმიანობის განხორციელებაზე. 53) სხვა ხარჯები, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს №565 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. III. შემოსავლები და ხარჯები, რომლებიც მიეკუთვნება ბანკის საქმიანობის საფინანსო შედეგებს 54) ბანკის საქმიანობის საფინანსო შედეგებს უშუალოდ მიეკუთვნება შემდეგი შემოსავლები: ბანკის კუთვნილი აქციებიდან, ობლიგაციებიდან და საქართველოს რესპუბლიკაში გამოშვებული სხვა ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული დივიდენდები და პროცენტები, აგრეთვე შემოსავლები მიღებული სხვა ბანკებში, საწარმოები და ორგანიზაციებში წილობრივი მონაწილეობიდან; აღნიშნული შემოსავლები იბეგრება გაცემის წყაროსთან; დადებითი საკურსო სხვაობა უცხოურ ვალუტაში ბანკის ოპერაციების მიხედვით, აგრეთვე ღია სავალუტო პოზიციის მიხედვით არარეალიზებული დადებითი საკურსო სხვაობა; მისჯილი ან მევალეთა მიერ აღებული ჯარიმები, საურავები, საპირგამტეხლო და სხვა სახის სანქციები სამეურნეო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, აგრეთვე შემოსავლები ბანკისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, მათ შორის ანაზღაურებები დაკავშირებული საკრედიტო რისკების დაზღვევასთან; ბანკის მუშაკებისაგან შემოსული თანხები, მათი მიზეზით ბანკისათვის მიყენებული ზარალის და ხარჯების ასანაზღაურებლად. გასული წლის მოგება, გამოვლენილი საანგარიშო წელს. ბანკის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაგირავებული ობიექტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები. კლიენტების მიერ დაბრუნებული სესხები, რომლებიც ადრე ჩამოწერილი იყო ბანკის ზარალში. სხვა შემოსავლები ოპერაციებიდან, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის საბანკო საქმიანობასთან, მათ შორის შემოსავლები ბანკის კუთვნილი ძირითადი საშუალებებისა და სხვა სახის ქონების რეალიზაციიდან. 55) ბანკის საქმიანობის საფინანსო შედეგების უშუალოდ მიეკუთვნება შემდეგი ხარჯები და დანაკარგები: მისჯილი ან აღიარებული ჯარიმები; საურავები; საპირგამტეხლო და სხვა სახის სანქციები ბანკის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის/ იმ თანხების გარდა, რაც შეტანილია ბიუჯეტში სანქციის სახით კანონმდებლობის შესაბამისად/, აგრეთვე ბანკის მიზეზით კლიენტისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ხარჯები. ზარალი გასული წლის ოპერაციების მიხედვით, გამოვლენილი საანგარიშო წელს. უარყოფითი საკურსო სხვაობა უცხოურ ვალუტაში ბანკის ოპერაციების მიხედვით, მათ შორის ღია სავალუტო პოზიციის მიხედვით არარეალიზებული უარყოფითი საკურსო სხვაობა. ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული სასამართლო და საარბიტრაჟო ხარჯები. ზარალი დატაცებებიდან / სავალუტო ოპერაციებისა და ფასეულობების გარდა რომელზედაც დამნაშავენი სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის; კლიენტების პრეტენზიების მიხედვით გადახდილი თანხები. IV. დანახარჯები, რომლებიც არ ექვემდებარება იმ ხარჯებზე მიკუთვნება, რომლებიც ჩაირთვება ბანკის მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულებაში და სხვა სახის ხარჯებში, რომელიც გაითვალისწინება მოგებიდან გადასახადის გადახდისას დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებაში არ ექვემდებარება იმ ხარჯებზე მიკუთვნებას, რომლებიც ჩაირთვება ბანკის მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულებაში და სხვა სახის ხარჯებში, რომელიც გაითვალისწინება მოგებიდან გადასახადის გადახდისას დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებაში და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ დარჩენილი მოგების ხარჯზე შემდეგი დანახარჯები: 56/ ბანკის დანახარჯები, დაკავშირებული ბანკის ოპერაციების და მომსახურების ნებაყოფლობით დაზღვევასთან. 57/ ხარჯები, დაკავშირებული ბანკის ფილიალებისა და წარმომადგენლების ორგანიზაციასთან, მათ შორის საზღვარგარეთ. 58) საწარმოებისათვის, ორგანიზაციებისათვის და დაწესებულებებისათვის მათ შორის სავაჭრო საწარმოებისათვის გადახდილი გადასახდელი, მათ მიერ ბანკში ჩაბარებული ნაღდი ფულისათვის. ბანკთაშორისი ვადაგადაცილებულ კრედიტებზე, მათ შორის ცენტრალიზებულ კრედიტებზე და ოვერდრაფტზე გადახდილი პროცენტები. აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ საკრედიტო აუქციონზე შეძენილ რესურსებზე ნორმატივებისა და მოთხოვნების დაუცველობისათვის გადახდილი პროცენტები / საურავები/. სხვა ხარჯები, რაც გათვალისწინებულია „პროდუქციის / მომსახურების, სამუშაოების / თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობისა და ფინანსური შედეგების ფორმირების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს 565 დადგენილებით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ვ. დავითური 1995 წელი 30 იანვარი № II-14   შეთანხმებულია  საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე  მ. მურჯიკნელი 1995 წელი 30 იანვარი № 12-03