„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№498
სარეგისტრაციო კოდი
340080000.10.003.021518
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №498

2019 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის  №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/07/2018, 340080000.10.003.020681) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 2. დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების   სახელმწიფო პროგრამის“  დაფინანსება  განხორციელდეს  ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგარამული კოდი: 31.06.03).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის“:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ პროდუქციის წარმოების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

2. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული სურსათის უვნებლობის/მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  2.  ტერმინთა განმარტება

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომში – კოოპერატივი) – იურიდიული პირი,    რომელიც    ახორციელებს    სასოფლო-სამეურნეო    საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“  საქართველოს კანონის        შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივის  სტატუსი;

ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;

გ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება;

დ) დონორი – ორგანიზაცია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში დაფარავს პროგრამის კომპონენტების ფარგლებში შესასყიდი  მომსახურებისა და აღჭურვილობის ღირებულების ნაწილს;

ე) ხელშეკრულება – ბენეფიციარს, ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა (შემდგომში − სააგენტო) და დონორს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;

ვ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Points) – სისტემა, რომელიც ემსახურება სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას;

ზ) ბრენდირება – ამ პროგრამის მიზნებისთვის ბრენდირება მოიცავს ბენეფიციარის მიერ წარმოებული პროდუქციისთვის განკუთვნილი შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინისა და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნას;

თ) აღჭურვილობა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები (მათ შორის, ეტიკეტირების/დოზირების/დამჭრელი/ დამფასოებელი/თარიღატორი მანქანა-დანადგარები).“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები და თანადაფინანსება“;

გ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრული  მომსახურების  ღირებულების არანაკლებ 10%-ს  დაფარავს  ბენეფიციარი,  არაუმეტეს 90%-ს  კი  –  სააგენტო ან/და დონორი, მაგრამ არაუმეტეს 13,500 ლარისა. დონორის  არსებობის  შემთხვევაში, სააგენტოსა და დონორის მიერ დასაფარი თანხის ოდენობა განისაზღვრება მათ შორის, არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღჭურვილობის ღირებულების არანაკლებ 30%-ს დაფარავს ბენეფიციარი და არაუმეტეს 70%-ს კი – სააგენტო ან/და დონორი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. დონორის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოსა და დონორის მიერ დასაფარი თანხის ოდენობა განისაზღვრება მათ შორის არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“;

გ.გ)  მე-5 − მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;“;

ე.გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.დ) მე- 2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;“;

ვ) მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

1. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით.

2. განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.

მუხლი 9. ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები

1. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში  ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოდან ბიზნესოპერატორის უვადო აღიარება და შეინარჩუნოს თანადაფინანსების მიღებიდან  2 წლის განმავლობაში.

2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია:

ა) თანადაფინანსების მიღებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აწარმოოს ბრენდირებული პროდუქცია;

ბ) დაადასტუროს პროგრამის ფარგლებში შესყიდული აღჭურვილობის  წარმოებაში გამოყენება, თანადაფინანსების მიღებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში.

მუხლი 10. პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. ბენეფიციარმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამის საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასთან, მიზნობრიობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია