„პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საფასურის დარჩენილი ნაწილის საპრივატიზაციო ბარათებით დაფარვის წესისა და ვადების შესახებ“
მიღების თარიღი 13.04.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №16.02.135
სარეგისტრაციო კოდი 020.012.000.060
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 13/04/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საფასურის დარჩენილი ნაწილის საპრივატიზაციო ბარათებით დაფარვის წესისა და ვადების შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის
სამინისტროს კოლეგიის
დადგენილება №16.02.135
1995 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საფასურის დარჩენილი ნაწილის საპრივატიზაციო ბარათებით დაფარვის წესისა და ვადების შესახებ
„პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებებით განისაზღვრა საპრივატიზებო ქონების (მათ შორის აქციათა პაკეტის) პირდაპირი მიყიდვის წესი. ქონების საფასურის ნაწილის დაფარვა გათვალისწინებული იქნა საპრივატიზაციო ბარათებით, რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების გავრცელების შემდეგ დადგენილი წესით და ვადებში.
რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების გავრცელებასთან დაკავშირებით საპრივატიზებო ქონების (მათ შორის აქციათა პაკეტის) საფასურის ნაწილის საპრივატიზებო ბარათებით დაფარვის წესისა და ვადების განსაზღვრის მიზნით
კოლეგია ადგენს:
1. პირდაპირი წესით შესყიდვის დროს საპრივატიზებო ქონების საფასურის აუცილებლად საპრივატიზებო ბარათებით დასაფარი ნაწილის მყიდველის მიერ დაფარვის საბოლოო ვადა განისაზღვროს 1995 წლის გამოშვების საპრივატიზაციო ბარათების მოქმედების პერიოდის დამთავრებამდე ანუ 1996 წლის 1 ივლისამდე.
2. 1995 წლის მაისის თვიდან დაწყებული ყოველთვიურად დაფარული უნდა იქნეს არანაკლებ 5%-სა იმ პირობით, რომ 1995წლის 1 ნოემბრამდე აუცილებლად იქნეს დაფარული საპრივატიზაციო ბარათებით დასაფარი თანხის არანაკლებ 60.%
3. პირდაპირი წესით შესყიდული აქციათა პაკეტის საფასურის აუცილებლად საპრივატიზაციო ბარათებით დასაფარი ნაწილი ანუ ფასის 30% თუ არ წარმოადგენს საპრივატიზაციო ბარათების ნომინალური ღირებულების ჯერად თანხას, საპრივატიზაციო ბარათებით შესაძლებელია დაიფაროს მეტი, მაგრამ არაუმეტეს საპრივატიზაციო ბარათების ნომინალურ ღირებულების უახლოეს ჯერად თანხამდე დამრგვალებული ოდენობის თანხა.
4. საპრივატიზებო ქონების (მათ შორის აქციათა პაკეტის) პირდაპირი მიყიდვის წესით შესყიდვის დროს ქონების საფასურის ნაწილის საპრივატიზაციო ბარათებით დაფარვა განხორციელდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ან მის ტერიტორიალურ ორგანოში.
5. საფასურის ნაწილის საპრივატიზაციო ბარათებით დაფარვის შესახებ ფორმდება აქტი თანდართული ფორმით (დანართი №1). აქტის ერთი ეგზემპლარი ბათილად ცნობილ საპრივატიზაციო ბარათებზე ჩამოჭრილ საკონტროლო ტალონებთან ერთად რჩება აქტის გაფორმების ადგილის მიხედვით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ან მის ტერიტორიალურ ორგანოში (ტერიტორიული ორგანო პერიოდულად, დადგენილი ვადებისა და ფორმის დაცვით ინფორმაციას გადასცემს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს) და შემდგომში ინახება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბუღალტერიაში.
6. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს ბრძანებით გამოყონ პასუხისმგებელი პირი, რომელიც უფლებამოსილია გააფორმოს აქტი პირდაპირი წესით შესყიდვის დროს საფასურის საპრივატიზაციო ბარათებით დაფარვის და ამ საპრივატიზაციო ბარათების ბათილად ცნობის შესახებ.
უშუალოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში აქტის გაფორმების უფლებამოსილება მიეცეს საბუღალტრო-საანგარიშსწორებო განყოფილების უფროსს.
7. აქტის გაფორმების მომენტში განცალკევებული საპრივატიზაციო ბარათების ძირითადი ნაწილი აღირიცხება ცალკე გახსნილ, ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ სპეციალურ ჟურნალში. თვეში ერთხელ, არაუგვიანეს თვის 5 რიცხვამდე, გაბათილებული საპრივატიზაციო ბარათების დაგროვილი ძირითადი ნაწილები რეესტრის შედგენითა და მიღება-ჩაბარების საბუთების სათანადო გაფორმებით შეინახება განცალკევებით, ცენტრალიზებულად.
გაბათილებული საპრივატიზაციო ბარათების რეესტრის თითო ეგზემპლარი ბარდება სამინისტროს იურიდიულ და ფასიანი ქაღალდების განყოფილებას.
8. „პრივატიზების პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ" დებულების შესაბამისად ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ხდება საფასურის დაფარვის შესახებ სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ.
9. დაევალოს ფასიანი ქაღალდების განყოფილებას (ი. ჩხაიძე) ცვლილებები სააქციო საზოგადოების აქციების განლაგებაში შეიტანოს მხოლოდ აქციათა საფასურის დაფარვის შესახებ სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ და ათი დღის ვადაში მოამზადოს წერილი სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანისა და აქციათა სათანადო რაოდენობის მფლობელობაზე სერთიფიკატების გაცემის უზრუნველყოფის მიზნით.
10. დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთ "პრივატიზების მაცნეში".
11. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს, ბატონ გ. კობერიძეს.
კოლეგიის თავმჯდომარე
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ა. სილაგაძე
კოლეგიის მდივანი ნ. მეტრეველი
საკითხი შეთანხმებულია:
ე. ჯუღელთან
გ. კობერიძესთან
კ. იოსელიანთან
ვ. ქარსელაძესთან
გ. დიდბარიძესთან
კ. ჟღენტთან
მ. გაბუნიასთან
ც. მაზმიშვილთან
გ. ალადაშვილთან
საკითხი მოამზადა: ფასიანი ქაღალდების განყოფილებამ
დაეგზავნოს: იურიდიულ განყოფილებას
ორგანიზაციული და ინფორმაციული უზრუნვ. განყოფილებას
პროგრამული და მეთოდური უზრუნვ. განყოფილებას
ბუღალტერიას
ფასიანი ქაღალდების განყოფილებას.
დანართი №1
ა ქ ტ ი
პირდაპირ წესით შესყიდვის დროს საფასურის
საპრივატიზებო ბარათებით დაფარვის და ამ
საპრივატიზებო ბარათების ბათილად ცნობის
შესახებ
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთის მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი (ან ტერიტორიული ორგანოს მიერ ბრძანებით განპირობებული პასუხისმგებელი პირი (თანამდებობის მითითებით)).
მეორეს მხრივ, მყიდველი (მყიდველთა წარმომადგენელი)
------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
- ვადასტურებთ, რომ "პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების შესაბამისად პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების საფასურის ნაწილის დაფარვის მიზნით:
1. დადგენილი წესით წარმოდგენილი და ბათილად ცნობილი იქნა ----------------
(---------------------- ათას -------------------) ცალი საპრივატიზებო ბარათი და შესაბამისად დაფარული იქნა
------------ (-------------- ათას ---------------------) აშშ
დოლარის ექვივალენტური თანხა;
2. წინამდებარე აქტზე ხელმოწერის მომენტამდე განცალკევებული (მოჭრილი) იქნა ერთმანეთისაგან ბათილად ცნობილი ყოველი საპრივატიზებო ბარათის ძირითადი ნაწილი და საკონტროლო ტალონი რაც გატარდა სპეციალურ ჟურნალში და დადასტურდა ჩვენი ხელმოწერებით.
აქტი შედგენილია 4 ეგზემპლარად. მათგან 1 (ერთი) ეგზემპლარი მიიღო მყიდველმა (მყიდველთა წარმომადგენელმა), ხოლო 3 (სამი) ეგზემპლარი გასანაწილებლად დარჩა სამინისტროს ბუღალტერიაში.
მხარეთა ხელმოწერები
სამინისტროს მხარის ხელმოწერა დასტურდება ბეჭდით
შენიშვნა: თუ აქტი ფორმდება სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიალურ ორგანოში მას სამინისტროს მთავარი ბუღალტრის ნაცვლად ხელს აწერს ტერიტორიალური ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით უფლებამოსილი პირი (ან პირები) (თანამდებობის მითითებით). აქტი დგება 4-ის ნაცვლად 5 ეგზემპლარად და მათგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა გადამხდელს და ოთხი რჩება ტერიტორიულ ორგანოში, რომელთაგან სამი დადგენილი წესით და ვადებში გადმოიგზავნება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში.