ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016581
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სანაპიროს ქუჩა |
| 2 | ა. პუშკინის ქუჩა |
| 3 | თ. ერისთავის ქუჩა |
| 4 | დ. ჭონქაძის ქუჩა |
| 5 | გ.ორბელიანის ქუჩა |
| 6 | გ. ტაბიძის ქუჩა |
| 7 | ა. წულუკიძის ქუჩა |
| 8 | ა. წულუკიძის ქუჩის პირველი შესახვევი |
| 9 | ი. ტურგენევის ქუჩა |
| 10 | ი. ტურგენევის ქუჩის შესახვევი |
| 11 | კ. ლესელიძის ქუჩა |
| 12 | კ. ლესელიძის ქუჩის პირველი გასასვლელი |
| 13 | კ. ლესელიძის ქუჩის მეორე გასასვლელი |
| 14 | გ. ქუჩიშვილის ქუჩა |
| 15 | გ. ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ინსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №145
2019 წლის 22 ოქტომბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი’’ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მოქმედების სფეროს.
2. წესის მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანის და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
მუხლი 2🔗. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა
1. აკრძალულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისის სახით მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მხოლოდ გადარეკვის მიზნებისათვის დასაშვებია ამ წესის დანართი №1-ის და რუკის (დანართი №2) შესაბამისად განსაზღვრულ ქუჩებზე – გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში დილის 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე და საღამოს 19:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დილის 08:00სთ-დან 10:00 სთ-მდე და საღამოს 17:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
მუხლი 3🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, რომლის განხილვის უფლებამოსილებაც აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
3. სპეციალურ ადგილზე გადაყვანას და მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის გზით გამარჯვებული პრეტენდენტის მომსახურებით, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრება სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანისა და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯები.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტო, ვიდეო და სანავიგაციო მოწყობილობების მეშვეობით.
5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის მესაკუთრის დადგენის შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური ვალდებულია შეატყობინოს მესაკუთრეს მის საკუთრებაში არსებული პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.
6. თუ პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი უცნობია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს (ატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს, ავრცელებს საჯარო განცხადებას) პირუტყვის მესაკუთრის/მფლობელის დადგენის მიზნით. უპატრონო პირუტყვი ექვემდებარება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.
7. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ფაქტის დაფიქსირებისას ადგილზე იმყოფება პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი, პირუტყვზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მესაკუთრე/მფლობელი ადგილზე ადგენს ხელწერილს პირუტყვის მის საკუთრებაში ყოფნის შესახებ.
მუხლი 4🔗. პირუტყვის დაბრუნების წესი
1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
2. პირუტყვის იდენტიფიკაცია განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 და „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №228 დადგენილებების ფარგლებში შედგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სიების საფუძველზე.
4. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვს არ აღმოაჩნდება ყურზე დამაგრებული ნომერი, არაიდენტიფიცირებული პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს 3 მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და ნოტარიული წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას.
5. პირუტყვის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ამ წესით განსაზღვრული პირის/ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე/მისი წარმომადგენელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
მუხლი 5🔗. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს ჯარიმას, პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონის წესით.
2. ჯარიმა, ასევე პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
3. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს 30 დღის ვადაში პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.
მუხლი 6🔗. წესის მოქმედება
აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის
დანართი №1
№
ქუჩების სია
1
სანაპიროს ქუჩა
2
ა. პუშკინის ქუჩა
3
თ. ერისთავის ქუჩა
4
დ. ჭონქაძის ქუჩა
5
გ.ორბელიანის ქუჩა
6
გ. ტაბიძის ქუჩა
7
ა. წულუკიძის ქუჩა
8
ა. წულუკიძის ქუჩის პირველი შესახვევი
9
ი. ტურგენევის ქუჩა
10
ი. ტურგენევის ქუჩის შესახვევი
11
კ. ლესელიძის ქუჩა
12
კ. ლესელიძის ქუჩის პირველი გასასვლელი
13
კ. ლესელიძის ქუჩის მეორე გასასვლელი
14
გ. ქუჩიშვილის ქუჩა
15
გ. ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევი
16
არაგვისპირელის ქუჩა
17
ც. დადიანის ქუჩა
18
ბესიკის ქუჩა
19
თავგორაშვილის ქუჩა
20
ნ. ლომოურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე გასასვლელები
21
პ. მელიქიშვილის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გასასვლელები
22
ჰ. გონაშვილის ქუჩა
23
გ. დოლიძის ქუჩა
24
გ. დოლიძის პირველი, მეორე გასასვლელი
25
ა. ყაზბეგის ქუჩა
26
იალღუჯის ქუჩა
27
ვახუშტის ქუჩა
28
გორის ქუჩა
29
შ. ნიშნიანიძის ქუჩა
30
ნ. ბარათაშვილის ქუჩა
31
კონსტიტუციის ქუჩა
32
წმ. ნინოს ქუჩა
33
ა. წერეთლის ქუჩა
34
ბოსტან-ქალაქის ქუჩა
35
მშენებელთა ქუჩა
36
კომუნალების ქუჩა
37
გ. ჯავახიშვილის ქუჩა
38
ნ.ნეკრასოვის ქუჩა
39
ლ. ტოლსტოის ქუჩა
40
მცხეთის ქუჩა
41
კახეთის ქუჩა
42
გ. რჩეულიშვილის ქუჩა
43
სამგორის ქუჩა