„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.95წ. №128 დადგენილების შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულ არასაცხოვრებელ ფართობებში განთავსებული ობიექტების ქონების ღირებულების აფასების შესახებ მეთოდიკის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 01.05.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №20.04.270
სარეგისტრაციო კოდი 170.012.000.061
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 01/05/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.95წ. №128 დადგენილების შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულ არასაცხოვრებელ ფართობებში განთავსებული ობიექტების ქონების ღირებულების აფასების შესახებ მეთოდიკის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის
დადგენილება
ოქმი №20.04.270
1995 წლის 1 მაისი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.95 წ. №128 დადგენილების შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის - ადგილობრივი ორგანოების საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულ არასაცხოვრებელ ფართობებში განთავსებული ობიექტების ქონების ღირებულების აფასების შესახებ მეთოდიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.95 წ. №128 დადგენილების შესასრულებლად კოლეგიამ დაადგინა:
1.დამტკიცდეს მეთოდიკა „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო /მუნიციპალური/საკუთრების შენობა-ნაგებობებში არსებული არასაცხოვრებელი ფართობების პრივატიზებისას ქონების ღირებულების აფასების შესახებ“ /თან ერთვის/.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აღნიშნული მეთოდიკა შეთანხმებულია საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან.
3. დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. დიდბარიძეს, ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნული მეთოდიკის რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.
4. საქმეთა მმართველობამ/ბ-ნი გ. ცანავა/ უზრუნველყოს ამ დადგენილების და მეთოდიკის დაგზავნა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის.
5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბარიძეს.
მინისტრი
კომისიის თავმჯდომარე ა. სილაგაძე
კოლეგიის მდივანი ნ. მეტრეველი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრების შენობა-ნაგებობებში არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებისას ქონების ღირებულების აფასების
მ ე თ ო დ ი კ ა
ქ. თბილისი
1995 წ.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრების შენობა-ნაგებობებში არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებისას ქონების ღირებულების ათასების
მ ე თ ო დ ი კ ა
1. წინამდებარე მეთოდიკა შემუშავებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონის "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ", საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 11.08.92 წ. №829 დადგენილებით დამტკიცებული დებულების "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა", სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დროებითი დებულების "საპრივატიზებო ობიექტების ქონების ღირებულების შეფასების მეთოდური მითითებანი" და სხვა ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრების ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობების, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების პირველ და სხვენ სართულზე, აგრეთვე სარდაფებსა და ნახევარსარდაფებში განლაგებული არასაცხოვრებელი ფართობების ღირებულების აფასების წესს.
2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრების ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობების, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების პირველ და სხვენ სართულზე, ასევე სარდაფებსა და ნახევარსარდაფებში განლაგებული არასაცხოვრებელი ფართობების ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად მიღებულ იქნეს ამ შენობათა საბალანსო ღირებულებები 1984 წლის მონაცემებით, გამრავლებული შესაბამის აფასებისა და ტერიტორიულ კოეფიციენტებზე ფაქტიური ფიზიკური ცვეთის გამოკლებით.
3. არასაცხოვრებელი ფართობის ღირებულების შეფასებისათვის შენობის (ნაგებობების) 1984 წლის საბალანსო ღირებულებას აკლდება ფაქტიური ფიზიკური ცვეთის ღირებულება შეფასების პერიოდისათვის (ფაქტიური ფიზიკური ცვეთის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია "შენობა-ნაგებობების ფაქტიური ფიზიკური ცვეთის განსაზღვრის შესახებ"). მიღებული ნარჩენი ღირებულება უნდა გამრავლდეს შემდეგ ამფასებელ კოეფიციენტებზე:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.09.92 წ. №1926 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის ინსტრუქციით დამტკიცებული საწარმოო და არასაწარმოო დანიშნულების შენობის აფასების კოეფიციენტზე–30 (საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართობის აფასების შემთხვევაში კოეფიციენტზე 25);
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 23. 12.924 წლის №933 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდებისა და კაპიტალურ დაბანდებათა ინდექსაციის შესახებ" შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციით დამტკიცებულ აფასების კოეფიციენტზე – 300 (თუ შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 1992 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, მაშინ მისი ნარჩენი ღირებულება არ ექვემდებარება ამ მუხლის "ა" პუნქტის მიხედვით აფასებას და ამ შემთხვევაში გამოიყენება ფინანსთა სამინისტროს ზემოაღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული შესაბამისი კოეფიციენტები);
გ) საპრივატიზებო ობიექტის ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა მიერ დამტკიცებულ ზონალურ კოეფიციენტებზე.
4. ზემოაღნიშნული წესით შეფასების შედეგად მიღებული თანხა (კუპონებში) წარმოადგენს შენობის (ნაგებობის) ნარჩენ ღირებულებას და მისი 1994 წ.1 იანვრის მდგომარეობით აშშ-ის დოლარებში დაფიქსირების მიზნით იგი გაიყოფა 102300-ზე (1.01.94 წლისათვის 1 აშშ დოლარის კურსი კუპონთან მიმართებაში შეადგენდა 102300 -ს).
5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდებისა და კაპიტალურ დაბანდებათა ინდექსაციის შესახებ ახალი ამფასებელი კოეფიციენტების დადგენის შემთხვევაში არასაცხოვრებელი ფართობის ღირებულება გაანგარიშებული უნდა იქნეს ამ კოეფიციენტების გათვალისწინებით.
6. ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობებისათვის ამ გაანგარიშებით მიღებული თანხა წარმოადგენს მათ საწყის გასაყიდ ფასს. რაც შეეხება შენობის პირველ და სხვენ სართულზე, აგრეთვე სარდაფებსა და ნახევარ სარდაფებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართობის ღირებულების განსაზღვრას, ზემოაღნიშნული წესით მიღებული შენობის ნარჩენი ღირებულება იყოფა შენობის საერთო ფართზე (მათ შორის, სხვენისა და სარდაფების, ნახევარსარდაფების ფართი), რის შედეგადაც მიიღება ერთი კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობის ღირებულების გასაშუალებული მაჩვენებელი, რომლის გამრავლებით საპრივატიზებო არასაცხოვრებელი ფართობის რაოდენობაზე მიიღება მისი საწყისი გასაყიდი ფასი.
7. იმ შემთხვევაში, თუ შენობის პირველ სართულზე განთავსებული საპრივატიზებო არასაცხოვრებელი ფართობის სათავსოს სიმაღლე აღემატება შენობის ტიპიური სართულის სიმაღლეს ორჯერ ან მეტჯერ, გამოყენებულ იქნეს დამატებითი შემასწორებელი კოეფიციენტი – 1,6, ხოლო სარდაფებისათვის 0,6, ნახევარსარდაფებისათვის კოეფიციენტი – 0,8.
8. თუ არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია შენობის საბალანსო ღირებულების დადგენა, შეფასება მოხდეს ექსპერტული წესით საპროექტო ორგანიზაციის ან მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით, რისთვისაც სახელმძღვანელოდ გამოყენებულ იქნეს ყოფილი საკავშირო სახმშენის მიერ 1969-1971 წლებში დამტკიცებული „შენობების და ნაგებობების აღდგენითი ღირებულების გამსხვილებული მაჩვენებლების კრებული ძირითადი ფონდების გადაფასებისათვის“.
9. არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებისას ანგარიშსწორება მოხდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისათვის აშშ-ის დოლარის კურსთან შეფარდებით.
სახელმწიფო ქონების მართვის
მინისტრის მოადგილე გ. დიდბარიძე
01.05.1995 წ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ფინანსთა მინისტრის მოადგილე