„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტრონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №38 |
|
2019 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო - 3(სამი) ერთეული;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო“ – 1(ერთი) ერთეული;“.
3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი – 1(ერთი) ერთეული;“.
4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები
სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი.“.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.
|