ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 330090000.22.037.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2019
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 6482.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 24.10.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანი სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 4591.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 29.11.2019 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 19.07.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 6336.00 კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 95% 01.03.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 3255.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 12.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №18/ნ 2019 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ  საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №28.24.26.253; №28.24.26.254) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. მუხლი 2🔗 წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ.მ   გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საპროექტო ობიექტი – დასასვენებელი პარკი ობიექტის მისამართი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ბახმარო დამკვეთის განაცხადი: 1 აგვისტო 2019, ნომერი: 6943/01; 22 აგვისტო 2019, ნომერი: 7471/01 გეგმარებითი არეალის საერთო ფართობი შეადგენს 13805.00 კვ.მ-ს    ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები საპროექტო გეგმარებითი არეალი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, საერთო ფართობია 13805.00 კვ.მ. საპროექტო არეალი მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდებით:   №28.24.26.253; №28.24.26.254 ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლევა დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში – გრგ) პროექტით შესაძლებელია  განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე  მიწის ნაკვეთად  გამიჯვნა  საერთო ფართობის უცვლელად. შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან ტერიტორიის რელიეფიდან, არსებული ნარგავების გათვალისწინებით, განისაზღვროს საპარკო ინფრასტრუქტურა და მისი მომსახურებისთვის განკუთვნილი კაპიტალური ობიექტების და საჭიროების შემთხვევაში საკომუნიკაციო ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი გადაწყვეტები. პარკი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საპროექტო საზღვრებში.  გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი და ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა და გადატანა ან მათი სივრცით-გეგმარებითი მოწყობის შეცვლა არსებობის შემთხვევაში განისაზღვროს გრგ-ის პროექტით მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა) განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე. შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას. ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან; გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები; მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები. ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო-კომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან  კავშირები. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე   ფეხმავალთა გადაადგილების, სასწრაფოს და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის შიდა სატრანსპორტო  ქსელით. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს ტერიტორიის უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად . მიწის ნაკვეთების ფართობი 13805.00 მ​2  ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1 _ ტერიტორიაზე განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ2 _ ტერიტორიის განმწვანების კოეფიციენტი კ3 _ ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები) ბ) განაშენიანების  სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) ა) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა. ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა,                       განისაზღვროს გრგ-ის პროექტით შენობა-ნაგებობების მოცულობა განისაზღვროს გრგ-ის პროექტით შენობის მაქსიმალური სართულიანობა განისაზღვროს გრგ-ის პროექტით განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის  ჩამონათვალი განაცხადი; ტერიტორიის გრგ-ის რუკა გეგმარებითი დავალება; საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა; ზოგადი გეოლოგია; გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა; სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000; ტოპოგეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500; ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში); განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში; განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000; ფუნქციური ზონირების რუკა, არსებობის შემთხვევაში (არსებობის შემთხვევაში); მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000; ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500; მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში); საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში); არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში). შენიშვნები: გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები,    გეგმარებითი დავალებით დადგენილი მოთხოვნები; გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის მე-5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. გრგ-ს წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Power-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნას: საპროექტო ტერიტორიის საზღვრები; მიწის ნაკვეთის საზღვრები; მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები. დამატებითი მოთხოვნები საპროექტო ტერიტორიის გრგ-ის დამუშავებული საპროექტო  დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.