,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28-თებერვლის N-4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2019 წლის 24 ოქტომბერი დაბა ლენტეხი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის წესი“ დანართი 1-ის მიხედვით.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის წესი“.
4. დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მძიმე სენით დაავადებულთა, მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მარტოხელა მშობლის, ვეტერანთა, ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება“.
5. დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.“.
6.დანართის მე-3 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) მერის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ“.
8. დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი კომისია, კომისიის წევრებს, კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი“.
9. დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება“.
10. დანართის მე-16-მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომისია იკრიბება თვეში რამდენჯერმე არსებული შემთხვევების გათვალისწინებით.“.
11. დანართის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს“.
|