⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.10.2025)

„საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის წესების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 25.05.1995
ძალის დაკარგვა 21.10.2025
გამომცემი ორგანო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 180.013.000.065
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 07/06/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 974 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.1995 მიღება
21.10.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი თავმჯდომარის ბრძანება №57 1995 წლის 25 მაისი საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატნის წესების დამტკიცების შესახებ კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“  მიღებასთან დაკავშირებით, შეიქმნა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მიღების აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კოლეგიაზე წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის შესახებ წესები. 2. იურიდიულმა სამმართველომ (ი. ხადური) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის №31 ბრძანებულების შესაბამისად, წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული წესები სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციისათვის. თავმჯდომარე                                                                                                          ო. დარჯანია          წესები საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის შესახებ ეს წესები არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას და ბარგის გადაზიდვას, წესები ვრცელდება და განსაზღვრავენ იმ გადამზიდავთა და სერვისულ მომსახურებაზე დაკავებული იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობას, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო საავტობუსო გადაზიდვებში. 1. ზოგადი დებულებანი 1.1. ეს წესები შედგენილია საქართველოს რესპუბლიკის კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, საავტომობილო ტრანსპორტის წესდების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 მარტის №180 დადგენილებისა და საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. 1.2. საერთაშორისოდ ითვლება საავტომობილო მარშრუტები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებს. ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო მარშრუტების რაოდენობა განისაზღვრება საავტომობილო ტრანსპორტის იმ სახელმწიფო მმართველი ორგანოების მიერ, რომელთა ტერიტორიაზეც გადის მარშრუტები. 1.3. გადამზიდავები და სატრანსპორტო პროცესში მონაწილე იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა, მომსახურების სათანადო დონე და ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვა. 2. მარშრუტების დაწესება და გაუქმება 2.1. მგზავრთა რეგულარული საერთაშორისო საავტობუსო გადაყვანა ხორციელდება იმ სახელმწიფოთა საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანოებს შორის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელთა ტერიტორიაზე გადის მარშრუტები. 2.2. იმ ქვეყნის საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანო, რომელსაც ეკუთვნის ავტოსატრანსპორტო საშუალება, წარუდგენს წერილობით მიმართვას მეორე მხარის საავტომობილო ტრასპორტის მართვის ორგანოს. საავტომობილო ტრანპორტის მმართველი ორგანო ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი წინადადებები და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს მეორე მხარის საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანოს 30 დღის განმავლობაში. 2.3. მხარეთა შორის შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი ლიცენზიის მქონე გადამზიდავთა ან მგზავრთა სერვისული მომსახურების ობიექტებს შორის მოლაპარაკების ჩატარებაზე მზადყოფნის შესახებ, იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება მარშრუტის შეთანხმებას, მოძრაობის განრიგებს, გაჩერების პუნქტებს, საავტომობილო ტრანსპორტის სადგომებს, ტარიფებს, მოძრაობის სქემებს და სხვა, ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2.4. საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანო გადამზიდავებს შორის დადებული ხელშეკრულების შეთანხმების და გაცვლის შემდეგ გასცემს ნებართვას მომსახურებაზე. 2.5. ყველა სახის მიმოწერა ხორციელდება დილომატიური არხით. 2.6. მარშრუტების ტექნიკური დახასიათება/ავტოვაგზლებისა და ავტოსადგურების, მათ შორის მანძილებისა და მოძრაობის დროის დადგენა, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების და სხვა/განისაზღვრება საკუთარ ტერიტორიაზე საავტომობილო ტრანსპორტის მმართველი ორგანოების მიერ და ეს წარმოადგენს სახელმძღვანელოს საფუძველს დანარჩენი ქვეყნებისათვის. 2.7. საერთაშორისო ავტობუსების რეგულარული მოძრაობა ხორციელდება მხოლოდ იმ გზებზე, რომელთა მდგომარეობა ვარგისია მთელი წლის განმავლობაში და იძლევა ავტობუსების უსაფრთხო მოძრაობის გარანტიას. 2.8. საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანო პარიტეტული რეისების ნომრებს უთანხმებენ მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს. 3. ავტობუსების გაფორმება და ეკიპაჟის საქმიანობა 3.1. საერთაშორისო საავტობუსო მარშუტებზე დაიშვებიან მხოლოდ ის ავტობუსები, რომელსაც კონსტრუქციულად გააჩნიათ რბილი გადასაწევი სავარძლები და საბარგო განყოფილება. 3.2. ავტობუსს უნდა გააჩნდეს: აღნიშვნა-ფირმის დასახელება, წინა და გვერდითი სამარშრუტო ნიშნები საწყისი, შუალედური და საბოლოო გაჩერების პუნქტების ჩვენებით. სამარშრუტო ნიშანზე წარწერა სრულდება თეთრ ფონზე, წითელი ფერის ასოებით, იმ სახელმწიფოთა ენაზე, რომელთა ტერიტორიაზეცაა განლაგებული მარშრუტების საწყისი და საბოლოო პუნტქები. 3.3. რეისისთვის მომზადებული ავტობუსი ავტოსადგურში შესაბამის ბაქანზე მიეწოდება გამგზავრებამდე 20 წუთით ადრე. 3.4. ავტობუსში მგზავრთა ადგილები შესაბამისად უნდა იყოს დანომრილი. 3.5. ყველა გადამზიდავისათვის, რომლებიც ემსახურებიან მარშრუტს, ავტობუსების ეკიპაჟების მოქმედებათა წესი ერთიანია მარშრუტის საწყის, საბოლოო პუნქტებში. ამ წესებს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანო. 3.6. დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის, ინახება ეკიპაჟთან და წარედგინება მაკონტროლებელ პირს. 3.7. შემოწმების შემთხვევაში ეკიპაჟი აფრთხილებს მგზავრებს კონტროლის შესახებ, ყოველნაირად ხელს უწყობს მაკონტროლებელს მისი ფუნქციის შესრულებაში და აჩერებს ავტობუსებს იმ ადგილას, სადაც ეს მოძრაობის წესებით არის დასაშვები. 4. ბილეთების გაყიდვის წესი 4.1. ავტობუსით გამგზვრების უფლებას წარმოადგენს დადგენილი ნიმუშის ბილეთი, რომელიც გაიცემა შესაბამისი ლიცენზიის მქონე ავტომობილებსა და ავტოსადგურების მიერ. ბილეთების გაყიდვა წყდება ავტობუსების გამგზავრებამდე 10 წუთით ადრე. 4.2. საერთაშორისო მარშრუტის ავტობუსის ბილეთზე აღნიშნული უნდა იყოს გამგზავრებისა და დანიშნულების ავტოვაგზლების ან ავტოსადგურების დასახელება, ბილეთის ღირებულება, გამგზავრების თარიღი და დრო, ბაქანისა და მგზავრების ადგილი. 5. მგზავრობის პირობები 5.1. სალონში მგზავრმა უნდა დაიკავოს ბილეთში მითითებული ადგილი. 6. ბავშვების გადაყვანა უფროს მგზავრს უფლება აქვს უფასოდ წაიყვანოს 7 წლის ასაკამდე ერთი ბავშვი ადგილის დაკავების გარეშე. აღნიშნული ასაკის რამდენიმე ბავშვის ერთდროულად წაყვანის შემთხვევაში დანარჩენებისათვის გადახდილი უნდა იქნეს ბილეთის საფასურის ნახევარი ადგილის დაკავების უფლებით. აგრეთვე მგზავრობის ღირებულების ნახევარ ფასში ხდება 7-დან 10 წლის ჩათვლით ბავშვების გადაყვანა. 7. ბარგის გადაზიდვა 7.1. ავტობუსის საბაბრგო განყოფილებაში ბარგის გადატანისათვის მგზავრი ვალდებულია შეიძინოს საბარგო ბილეთი, ავტობუსის სალონში ნებადართულია ხელბარგის უფასოდ გადატანა, რომელიც არ შეაწუხებს სხვა მგზავრებს და არ ჩახერგავს ავტობუსში გასასვლელებს. 7.2. ავტობუსის სალონში არსებული ხელბარგის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მგზავრს. ავტობუსის საბარგო განყოფილებაში არსებული ბარგის/ადვილადმსხვრევადის გარდა/ გადატანაზე, თუ მგზავრს გააჩნია საბარგო ბილეთი, პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდავს. 7.3. აკრძალულია ავტობუსით ცეცხლსაშიში, ფეთქებადი, შხამიანი და მძაფრსუნიანი, ბასრი და მჭრელი საგნების, ცეცხლსასროლი იარაღის /ბილეთის გარეშე/ გადატანა, ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა. 8. გადახდილი ფულის უკან დაბრუნება განუხორციელებელი მგზავრობის შემთხვევაში, მგზავრის მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნება ხდება დადგენილი წესით. 9. კონტროლი 9.1. მარშრუტებზე ავტობუსის მუშაობის შემოწმება ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი უფლება. 9.2. აუცილებლად მოწმდება: 9.2.1. ავტობუსის გარე გაფორმება, საჭირო სამგზავრო დოკუმენტებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა. 9.2.2. ავტობუსის  მძღოლის მიერ მოძრაობის განრიგისა და წესების დაცვა. 9.2.3. ავტოსადგურების სალაროების მიერ ბილეთების გაცემის, გაფორმების, საგზაო და საკონტროლო დოკუმენტების სისწორე. გადამზიდავის მიერ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. არსებული წესების დარღვევის ან ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მაკონტროლებელი პირები  ადგენს შესაბამის აქტს და საგზაო დოკუმენტაციაში აკეთებს ჩანაწერს. მგზავრის უბილეთოდ გადაყვანაზე ან ბარგის უბილეთოდ გადაზიდვაზე პასუხს აგებს გადამზიდავი. 10. ნაპოვნი ნივთები მძღოლი ვალდებულია ავტობუსში მგზავრების მიერ დავიწყებული ნივთები ჩააბაროს კიდურ პუნქტში პასუხისმგებელ პირს. როგორც ავტობუსში, ისე ავტოსადგურში ნაპოვნი ნივთების შენახვა და მათი მფლობელისათვის დაბრუნება ხორციელდება არსებული წესების თანახმად. 11. დამატებითი მომსახურება გადამზიდავს უფლება აქვს შეარჩიოს და მგზავრებს შესთავაზოს დამატებითი ფასიანი ისეთი მომსახურეობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული არსებული წესებით. 12. პასუხისმგებლობა არსებული წესების დარღვევისათვის განისაზღვრება პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს კანონების მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეცაა დაფიქსირებული დარღვევა. 13. შენიშვნა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გადაზიდვების პირობები არ არის განსაზღვრული ამ წესებით, მოქმედებაში შედის საერთაშორისო წესები და ნორმები, იმ შემთხვევში, როცა ამ წესების ნორმები ეწინააღმეგება საერთაშორისო წესებსა და ნორმირებას, მაშინ მოქმდებს საერთაშორისო წესები და ნომრები.