არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის „მესტვირეობის ტრადიცია საქართველოში (გუდასტვირის//ჭიბონის დამზადება, ოსტატ-შეგირდობა, საშემსრულებლო ხელოვნება და მესტვირული პოეზია)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/72
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის ბრძანება №02/72

2019 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის „მესტვირეობის  ტრადიცია საქართველოში (გუდასტვირის//ჭიბონის დამზადება, ოსტატ-შეგირდობა, საშემსრულებლო ხელოვნება და  მესტვირული პოეზია)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „მესტვირეობის  ტრადიცია საქართველოში (გუდასტვირის//ჭიბონის დამზადება, ოსტატ-შეგირდობა, საშემსრულებლო ხელოვნება და  მესტვირული პოეზია)“;

2. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №52).

 

გენერალური დირექტორი                                                                                    ნიკოლოზ ანთიძე