„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№203/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №203/04

2019 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის №162/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 05/12/2017; ს/კ: 220010040.18.011.016260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები:

„ქ) ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შესახებ (ფორმა №22);

ღ) ინფორმაცია ვალის გადაკისრების შემთხვევების შესახებ (ფორმა №23).“

ბ) 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 მუხლები:

„მუხლი 251. ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შესახებ (ფორმა №22)

1. ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საკრედიტო ვალდებულებების ჩამოწერა (გარესაბალანსოზე გატანა) და ვალის პატიება განხორციელდა საანგარიშო პერიოდში.

2. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია იმ ჩამოწერილი საკრედიტო ვალდებულებების შესახებ, რომლებზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა ან სააღსრულებო წარმოება.

3. ფორმაში ინფორმაცია აისახება ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით.

4. ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შემთხვევების შესახებ, რომელთა მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 30 000 ლარს (1 პირზე, ჯამურად ან/და ინდივიდუალურად), ჩამოწერის/პატიების თარიღში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.

5. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ჩამოწერილი/ნაპატიები პროცენტის და ჯარიმის შესახებ.

6. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტის თანხის შესახებ, თუ იმავე საანგარიშო პერიოდში კრედიტი სრულად დაიფარა. თუ კრედიტი ნაწილობრივ დაიფარა იმავე საანგარიშო პერიოდში, ფორმაში აისახება მხოლოდ დარჩენილი (ჩამოწერილი) საკრედიტო ვალდებულების მოცულობა.

7. ფორმაში ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, თითოეული კლიენტის მიხედვით.

მუხლი 252. ინფორმაცია ვალის გადაკისრების შემთხვევების შესახებ (ფორმა №23)

1. ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა ვალის გადაკისრებაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდში, ასევე, იმ პირების შესახებ, რომლებზეც განხორციელდა ვალის გადაკისრება.

2. ფორმაში ინფორმაცია აისახება ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით.

3. ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ გადაკისრებული ვალდებულებების შესახებ, რომელთა მოცულობა აღემატება 30 000 ლარს (1 პირზე, ჯამურად ან/და ინდივიდუალურად).

4. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია პროცენტის და ჯარიმის შესახებ.

5. ფორმის მიზნებისთვის, ვალის გადაკისრებად არ განიხილება თავდების მიერ ვალდებულების დაფარვის შემთხვევები, ასევე, ფორმაში არ აისახება მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეზე კრედიტის გადაფორმების შემთხვევები.“

2. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს თანდართული რედაქციის „ფორმა №22“ და „ფორმა №23“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.10.2019.
როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.10.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №203/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010040.18.011.016414.
რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №203/04, 25.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016414 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4688204/