„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №452 |
|
2019 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ახალციხის, ახალქალაქის, ბოლნისის, ბორჯომის, გურჯაანის, გორის, ვანის, ზუგდიდის, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხაშურისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ქედის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურისა და ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“; ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურისა და ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“. ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აბაშის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურისა და ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“; 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ1) მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;“; ა.ბ) „კ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ7) ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმის, შუახევის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები;“; ა.გ) „კ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ7) ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმის, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;“; ა.დ) „კ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ8“ ქვეპუნქტი: „კ8) ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები;“; ა.ე) „კ8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ9“ ქვეპუნქტი: „კ9) თიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტები;“; ა.ვ) „კ9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ10“ ქვეპუნქტი: „კ10) ონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები;“; ა.ზ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ქედის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები;“; ა.თ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები;“; ა.ი) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ლ) აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები;“; ა.კ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები;“; ა.ლ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აბაშის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები;“; ა.მ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აბაშის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, კასპის, ლაგოდეხის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები;“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ხოლო ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ქალაქ ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ხოლო თიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – თიანეთის მუნიციპალიტეტი.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, თიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – თიანეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო ონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ონის მუნიციპალიტეტი.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ა.ა“–„ა.გ“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.თ“–„ა.მ“ და „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 26 ოქტომბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 27 ოქტომბრიდან; ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან; გ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა.ე“, „ა.კ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 8 ნოემბრიდან; დ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა.ვ“, „ა.ლ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 19 ნოემბრიდან; ე) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.მ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 25 ნოემბრიდან. |
|