სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2019
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ინსპექტორი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 080240000.72.084.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,053 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №7 2019 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №7
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 96% 07.06.2022 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 09.07.2020 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 29.02.2024 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 01.08.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 17.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №7 2019 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესი. მუხლი 2🔗ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია დანართი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომში – სპეციალური წოდება) მინიჭებისა და სპეციალურ წოდებაში ჩამოქვეითების, ასევე სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებები და წოდების მქონე თანამშრომლები 1. სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 2. სამსახურში სპეციალური წოდება ენიჭება: ა) სახელმწიფო ინსპექტორის იმ მოადგილეს, რომელიც სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობას კურირებს (შემდგომში − სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე); ბ) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელს; გ) სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა). მუხლი 3🔗. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად 1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსი იურისტი – 1 წელი; ბ) III კლასის იურისტი – 2 წელი; გ) II კლასის იურისტი – 3 წელი; დ) I კლასის იურისტი – 3 წელი; ე) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი; ვ) იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი; ზ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი. 2. უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭებისას სამსახურის ვადა არ განისაზღვრება. 3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან. მუხლი 4🔗. ზღვრული სპეციალური წოდებები დაკავებული თანამდებობის შესაბამისად დგინდება შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები: ა) იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი – სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე; ბ) იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი – გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი; გ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი; დ) იუსტიციის მრჩეველი – საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; ე) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – საგამოძიებო დეპარტამენტის უმცროსი გამომძიებელი, ოპერატიული თანამშრომელი და ექსპერტ-კრიმინალისტი. მუხლი 5🔗. სპეციალური წოდების მინიჭება 1. საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებას სამსახურის თანამშრომელს ანიჭებს სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი. 2. სპეციალური წოდება ენიჭება თანამშრომელს მისი თანამდებობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და მომზადების, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად. 3. პირს სპეციალური წოდება ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს სპეციალური წოდება ენიჭება სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორად განსაზღვრისთანავე. 4. პირს, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო ან სპეციალური წოდება, ენიჭება უმცროსი იურისტის სპეციალური წოდება. 5. პირს, რომელიც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე დაწესებულებაში მსახურობდა: ა) უმცროსი სპეციალური წოდებით, სამსახურში დანიშვნისას მიენიჭება უმცროსი იურისტის სპეციალური წოდება; ბ) სამხედრო ან სპეციალური წოდებით, სამსახურში დანიშვნისას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით. 6. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელსაც სამსახურში დანიშვნის დროისათვის გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება სამსახურში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭება სამსახურის შესაბამისი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებას. 7. სამხედრო და სამსახურში მოქმედი სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) უმცროსი იურისტი – რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი, უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი, მიჩმანი, უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი, მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი; ბ) III კლასის იურისტი – ლეიტენანტი; გ) II კლასის იურისტი – უფროსი ლეიტენანტი; დ) I კლასის იურისტი – კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი; ე) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – მაიორი, III რანგის კაპიტანი; ვ) იუსტიციის მრჩეველი – ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი; ზ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი; თ) იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი – ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი; ი) იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი – გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი. 8. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით. 9. მორიგი სპეციალური წოდება თანამშრომელს ენიჭება წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით. 10. თანამშრომელს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება 1. თანამშრომელს საშუალო და უფროსი სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება: ა) შეფასების შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის; გ) სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის. 2. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება დასაშვებია კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ. 3. სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად თანამშრომელი წარდგენილ უნდა იქნეს უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი ხელმძღვანელობის თანხმობით. მუხლი 7🔗. სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების გამოყენების უფლება აქვს სახელმწიფო ინსპექტორს. 2. იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც ერთი საფეხურით დაქვეითდა სპეციალურ წოდებაში, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითებიდან მეორე დღეს. 3. სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია წოდებაში დაქვეითებულ თანამშრომელს აღუდგინოს წოდება, წოდებაში დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. 4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის. მუხლი 8🔗. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სპეციალური წოდების ჩამორთმევის გამოყენების უფლება აქვს სახელმწიფო ინსპექტორს. 2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. 3. იმ თანამშრომლის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს. 4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით. მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). მუხლი 10🔗. სოციალური დაცვის გარანტიები 1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში, თანამშრომელს უფლება აქვს მიიღოს ყველა ის დანამატი, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში. 3. უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.