„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
300380000.16.009.016320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №25

2019 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 მარტის №5 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 03/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 300380000.16.009.016116) დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო პროცენტულ მაჩვენებელსა და საბაზისო წლის (t-1) ფაქტობრივი დანაკარგების პროცენტულ მაჩვენებელს შორის უმცირესით:

 

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის 2%‑ს, სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრება 2%‑ით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. თუ ლიცენზიატს  ამ წესის საფუძველზე პირველად უდგინდება ნორმატიული დანაკარგი და მეორე მუხლის მე‑3 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული მაჩვენებელი აღემატება 2%‑ს, ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი მომდევნო 5 სატარიფო წლის პერიოდზე განესაზღვრება წინასწარ, თითოეულ სატარიფო წელზე ცალ-ცალკე. ხუთწლიანი პერიოდისათვის ნორმატიული დანაკარგების პროცენტული მაჩვენებლების დადგენა ხდება ტარიფების გაანგარიშების წელს (t), ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა სამი წლის  (t-1, t-2 და t-3) მონაცემების საფუძველზე, შემდეგი წესით:

ა) სატარიფო რეგულირების პერიოდის პირველი სატარიფო წლისთვის (t+1) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის განმავლობაში ლიცენზიატის ფაქტობრივი დანაკარგების პროცენტულ მაჩვენებლებსა და საბასიზო წელს (t-1) საქართველოში არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში დანაკარგის პროცენტულ მაჩვენებელს შორის უმცირესით:

 

ბ) სატარიფო რეგულირების პერიოდის მე-2-მე-5 სატარიფო წლებისათვის ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 - მე-7 პუნქტები:

„5. თუ პირზე 2019 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ლიცენზია და ამავდროულად, არ არსებობს ისტორიული მონაცემები შესაბამის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ, პირველი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 2%-ის ოდენობით.

 6. თუ პირი ფლობს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიას და ამავდროულად, არ არსებობს ისტორიული მონაცემები შესაბამის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ, შესაბამისი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 2%-ის ოდენობით.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნორმატიული დანაკარგის მაჩვენებელი დადგენილია პერიოდისათვის, რომელიც სრულდება სატარიფო რეგულირების პერიოდის დასრულებამდე, დარჩენილი სატარიფო წლებისათვის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 2%-ით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია