ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.10.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №208/04
სარეგისტრაციო კოდი 080090020.18.011.016416
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №208/04 2019 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №208/04 |
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 01.01.2025
დოკუმენტის ტექსტი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№208/04
2019 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონოს 48-ე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების შესაბამისად გამოქვეყნებას ექვემდებარება ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული სანქციები.
მუხლი 3🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ამ წესით განისაზღვრება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას.
მუხლი 2🔗. სანქციის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და ამ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) სამართლებრივი აქტების/წერილობითი მითითებების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ გამოყენებულ სანქციას (შემდგომში - სანქცია), თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქვეყნებს შემდეგ შემთხვევებში:
ა) გასულია გამოყენებული სანქციის გასაჩივრების ვადა და ამ ვადაში სანქცირებულ პირს არ განუხორციელებია სანქციის გამოყენების თაობაზე ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება – ასეთი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
ბ) საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ მის მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისას სასამართლო დავის ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში – სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სანქციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება საფრთხეს შეუქმნის საფინანსო სექტორის ფინანსურ სტაბილურობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ამოცანებს და ფუნქციებს, სანქცირებული პირის ფინანსურ სტაბილურობას ან/და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) სანქციის შესახებ ინფორმაცია/ინფორმაციის ნაწილი გამოაქვეყნოს ანონიმურად სანქცირებული სუბიექტის მითითების გარეშე;
ბ) გადადოს სანქციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, გამოქვეყნების გადადების მიზეზის/მიზეზების აღმოფხვრამდე;
გ) არ გამოაქვეყნოს ინფორმაცია.
3. სანქციის გამოუქვეყნებლობის, ანონიმურად გამოქვეყნების ან გამოქვეყნების გადადების შესახებ საკითხს განიხილავს საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრუდენციული ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი დეპარტამენტის ან/და სანქცირებული პირის მიმართვის საფუძველზე და საკუთარ პოზიციას რეკომენდაციის სახით წარუდგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
4. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სანქციის გამოქვეყნება ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗.
გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ფორმა
1. დაკისრებული სანქციის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია, გარდა ინფორმაციის ანონიმურად გამოქვეყნების შემთხვევისა, შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) დამრღვევი პირის დასახელება, სახელი და გვარი – ფიზიკური პირის შემთხვევაში;
ბ) ინფორმაცია, თუ რომელი სექტორის წარმომადგენელია დამრღვევი პირი;
გ) ლიცენზიის/რეგისტრაციის ნომერი;
დ) დარღვევის ტიპი და შინაარსი (იმ შემთხვევაში, თუ სანქციის გამოყენება ხდება საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ კლიენტის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განუხორციელებლობის გამო, დარღვევის შინაარსში ასევე მიეთითება თუ რამდენ კლიენტთან დაკავშირებით არის გამოყენებული გამოქვეყნებული სანქცია);
ე) გამოყენებული სანქცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება არ გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ სანქციის გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული წარმოების/შემოწმების აქტების ან ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების ვალდებულებას ან ასეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციისათვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას.
3. ამ წესის შესაბამისად სანქციების გამოქვეყნება ხორციელდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.nbg.gov.ge. ინფორმაცია ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
4. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შენახვას მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.