„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
240080000.11.004.016065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №5

2019 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/02/2018; ს/კ: 240080000.11.004.016051) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ამ წესით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან/და ეროვნული ბანკის გარე აუდიტორს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელებული „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP)-ის და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL)-ის შემმოწმებელთა ჯგუფს ეროვნული ბანკის შემოწმების პროცესში.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაციის გამოქვეყნება არ გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ სანქციის გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული წარმოების/შემოწმების აქტების ან ნებისმიერი სხვა მასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების ვალდებულებას ან ასეთი ინფორმაციისთვის/დოკუმენტაციისათვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე