1. ანგარიშვალდებულმა პირმა უზრუნველყოს სათანადო ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა, ამ კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ამ კანონის ამოქმედებამდე დაამყარა.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათანადო ვადის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღოს კლიენტის რისკის დონე და მნიშვნელობა (მატერიალურობა), აგრეთვე წარსულში კლიენტის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დრო და მათი განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) ამ კანონთან შესაბამისობ