ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე) უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებლო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ.
მიღების თარიღი 30.10.2019
ძალის დაკარგვა 05.06.2025
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №102 2019 წლის 30 ოქტომბერი ქ. ხონი | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №102 |
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.06.2025
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე) უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებლო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №102
2019 წლის 30 ოქტომბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე) უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებლო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის; საქართველოს კანონის „საქრთველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-14 თავის (123-ე - 129-ე მუხლები), „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; საქართველოს კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 21-ე მულის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების; საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინსტარციული კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი ნაწილის; „ნორმტიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22- ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მითითების ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს შემოწმების აქტის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს შემოწმების აქტის (მითითების გარეშე) ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს უწყების ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს დათვალიერების ოქმის ფორმა დანართი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის ფორმა დანართი 6-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი 7-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედევლობის სფეროში უფლებამოსილების განხორციელება დაეკისროს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 9🔗ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №86 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების: მითითების აქტის, შემოწმების აქტის, უწყების, დათვალიერების ოქმისა და მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“
.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი 1
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახური
მითითება № ___________
შედგენის თარიღი __________________
სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 124-ე მუხლის შესაბამისად.
მითითება წარმოადგენს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტზე სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი ------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამარათი --------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაც გათვალისწინებულია ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის --------------- მუხლის ------- ნაწილის ------- ქვეპუნქტით. საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება ------------------------------- ლარით
დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------------ დღე
საჯარო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
სამშენებლო სამართალდარღვევის მითითების, შემოწმების აქტი და ადმინისტრაციული აქტის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
.
დანართი 2
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი № ___________
შედგენის თარიღი ____________________
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში.
შემოწმების აქტი დგება ----------------- გაცემული №----მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი: -----------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი: --------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: --------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმებით დადგინდა --------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების აქტის შემდგენი /თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა/

შემოწმების აქტი ჩაიბარა /სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა/
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
დანართი 3
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი № ___________
შედგენის თარიღი ____________________
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება:
მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობისას;
დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული აქტის მიღებისას;
დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
საეტაპო ოქმის დადაგენილი წესით წარუდგენლობისას;
უფლებამოსილ ორგანოსათვის იმ ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად განაცხადის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;
თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;
მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას.
დამრღვევის დასახელება და მისამართი:
ობიექტის დასახელება და მისამართი:
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტპი:
შემოწმებით დადგინდა:
შემოწმების აქტის შემდგენი /თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა/
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების აქტი ჩაიბარა /სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა/
---------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 4
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახური
გაგზავნის თარიღი- - - - - - - - - - -
უწყება № ______________________
მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ვალდებული ბრძანდებით, გამოცხადდეთ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებულ საქმის განხილვაზე, ქვემოთ მითითებულ დროს, მითითებულ ადგილზე.
დამრღვევის დასახელება და მისამართი --------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი -----------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
საქმის განხილვის თარიღი ------------------------------------------------------------------
საქმის განხილვის ადგილი -----------------------------------------------------------------
საქმის განხილვის დრო ----------------------------------------------------------------------
საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა -------------------------------------
პირი, რომელსაც ჩაჰბარდა უწყება ----------------------------------------------------------
სახელი, გვარი, ხელმოწერა
სამსახურის უფროსი :
სახელი, გვარი
დანართი 5
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახური
დათვალიერების ოქმი
–––––––––––––––--- ––––––––––––––––––––––––––––––––-----–––––––––
შედგენის თარიღი მისამართი
შემდგენი პირები: -------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დათვალიერების საფუძველი:
1. შემოსული წერილი № თარიღი ----------------------------------------------------------------------
2. ცხელი ხაზი № თარიღი ------------------------------------------------------------------------------
3. აშკარა დარღვევა --------------------------------------------------------------------------------------
დასათვალიერებელი ობიექტის:
1. მესაკუთრე ---------------------------------------------------------------------------------------------
2. მშენებელი ----------------------------------------------------------------------------------------------
3. დამკვეთი -----------------------------------------------------------------------------------------------
4. სხვა ------------------------------------------------------------------------------------------------------
დასათვალიერებელი ობიექტის ზუსტი აღწერა და პარამეტრები:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდარღვევა სამშენებლო საქმიანობაში:
1. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;
2. უნებართვო მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი;
3. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება;
4. უსაფრთხოების ღობის ან/და დამცავი ბადის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა;
5. ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად;
6. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება;
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა;
8. მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა;
9. იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას
ახსნა-განმარტება: -----------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაინტერესებული პირის ხელმოწერა ------------------------------------------------------------------
შემდგენის ხელმოწერა -----------------------------------------------------------------------------
ფოტოდანართი (რაოდენობა)---------------------------------------------
დანართი 6
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახური
მშენებლობის ეტაპის დასრულების
ო ქ მ ი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შედგენის ადგილი შედგენის თარიღი
დამკვეთი, დამკვეთის წარმომადგენელი ------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მენარდე, მენარდის წარმომადგენელი ---------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის
შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი ---------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამშენებლო მოედანზე შევადგინეთ ეს ოქმი მასზედ რომ, მოვახდინეთ მშენებლობის ეტაპის
სამუშაოების დათვალიერება შემდეგ ობიექტზე
ობიექტის დასახელება -------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------
დამკვეთი ------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მენარდე -------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებულია ---------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია სპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად
კერძოდ ---------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმის შედგენისას წარმოდგენილია სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, გამოცდილება (შემოწმების) აქტები, გამოყენებული მასალების სერთიფიკატები, ფარული და სხვა სამუშაოების შემდეგი აქტები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვადასტურებთ მშენებლობის ეტაპის ---------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------- დასრულებას
დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები თან ერთვის
დამკვეთი, დამკვეთის წარმომადგენელი ------------------
მენარდე, მენარდის წარმომადგენელი ------------------
არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე
საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი
ორგანოს წარმომადგენელი -----------------
დანართი 7
ხონის მუნიციპალიტეტის მერია
სააღსრულებო ფურცელი
№
--------------------------------- ---------------------------------
აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამშენებლო სამართალდამრღვევი----------------------------------------------------------------------
სამშენებლო სამართალდარღვევა-----------------------------------------------------------------------------------------
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, მიღების თარიღი და ნომერი----------------------------------------
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო
ნაწილი----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ძალაში
შესვლის თარიღი -----------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები------------------------------------------------------------
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები------------------------------------------------------------------
სააღსრულებლო ფურცლის გაცემის თარიღი-----------------------------------------------------
ხონის მუნიციპალიტეტის
მერი -------------------------------------------------