ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 30.10.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2019 წლის 30 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ბ) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
დ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ე) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ვ) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ზ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 0,40 (ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით;
თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის ფართის 1 კვ.მ-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ი) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი ან არ ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გაზრდა, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.
2. დამტკიცდეს ინსტრუქცია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, №24, 14.02.2007წ., გვ: 8, 9, 10, 15, 16).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე
დანართი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის გაცემისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი
მშენებლობის მოსაკრებლის განაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებით.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. გამონაკლისია ხაზობრივი ნაგებობები, რომელზედაც მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ხაზობრივი ნაგებობის გრძივი მეტრების მიხედვით. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის ნებართვაზე ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა მოიცავს როგორც ხაზობრივი ნაგებობის, ისე ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსების მოსაკრებელსაც. ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსებაზე ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.
2. თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდაზე კონტროლი
მოსაკრებლის თანხების ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური.
მუხლი 5🔗.
სხვა დებულებანი
ინსტრუქციაში ცვლილების შეტანა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.