„სახელმწიფო ქონების კონკურსის და აუქციონის წესით პრივატიზებისას, საპრივატიზებო ბარათების მოქმედების პერიოდში ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 02.10.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №45.08.947
სარეგისტრაციო კოდი 020.012.000.077
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 31/10/1995
matsne.gov.ge 279 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო ქონების კონკურსის და აუქციონის წესით პრივატიზებისას, საპრივატიზებო ბარათების მოქმედების პერიოდში ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება ოქმი №45.08.947 1995 წლის 2 ოქტომბერი სახელმწიფო ქონების კონკურსით და აუქციონით წესით პრივატიზებისას, საპრივატიზებო ბარათების მოქმედებს პერიოდში ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგია ადგენს:  1. სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით პრივატიზების დროს გამარჯვებულმა გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს ეროვნულ ვალუტაში ობიექტის საბოლოო ფასის არანაკლებ 50% და არაუმეტეს 65%. ხოლო ობიექტის საფასურის დარჩენილი ნაწილი უნდა დაფაროს მხოლოდ საპრივატიზებო ბარათებით, რესპუბლიკაში საპრივატიზებო ბარათების მოქმედების პერიოდში, „სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების კონკურსით გაყიდვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 21 იანვრის №42 დადგენილებით დაწესებულ ვადებში. 2. სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით პრივატიზების დროს გამარჯვებულმა აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერის მომენტიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს ეროვნულ ვალუტაში ობიექტის საბოლოო ფასის არანაკლებ 50% და არაუმეტეს 65%. ხოლო ობიექტის საფასურის დარჩენილი ნაწილი უნდა დაფაროს მხოლოდ საპრივატიზებო ბარათებით, რესპუბლიკაში საპრივატიზებო ბარათების მოქმედების პერიოდში, „სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის №612 დადგენილებით დაწესებულ ვადებში. 3. აღნიშნული გადახდის წესი არ ვრცელდება „მცირე სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 9 თებერვლის №67 დადგენილების საფუძველზე ჩატარებულ მეორად აუქციონზე შეძენილ ქონებაზე.  4. დაევალოს სამინისტროს: 4.1. იურიდიულ განყოფილებას (ც. მაზმიშვილი) აღნიშნული დადგენილება 10 დღის ვადაში გაატაროს რეგისტრაციაში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში, არსებული წესით; 4.2. საორგანიზაციო-საინფორმაციო განყოფილებას (მ. გაბუნია) უზრუნველყოს ამ დადგენილების რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „პრივატიზების მაცნეში“ გამოქვეყნება; 4.3. საერთო განყოფილებას (ლ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების რეგისტრაციის შემდეგ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის დაგზავნა. 5. კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბარიძეს. მინისტრი კოლეგიის თავმჯდომარე                                                          ა. სილაგაძე კოლეგიის მდივანი                                                                   ნ. მეტრეველი