„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016729
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №38

2019 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, სამინისტროს თავდაცვის ძალების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №14).“.

2. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, სამინისტროს თავდაცვის ძალების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატები №14 დანართის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად ამ ბრძანების №7 და №14 დანართებით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ №14 დანართით გათვალისწინებული დანამატი, თუ იგი აღემატება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატის ოდენობას, ხოლო, თუ №14 დანართით გათვალისწინებული დანამატი №7 დანართით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლებია, სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატი.“.

3. №14 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, სამინისტროს თავდაცვის ძალების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი