„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№458
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.016955
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №458

2019 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გამოძიების ჩატარება კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად;“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) გენერალური ინსპექციის უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, გარდა გენერალური ინსპექციის საგამოძიებო ქვემდებარეობას დაქვემდებარებული საქმეებისა, მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ითანამშრომლოს საგამოძიებო/სამართალდამცავ ორგანოებთან;“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ქვეპუნქტი:

„ზ1) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაციას სატელეფონო შეტყობინებით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“.

4. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოძიების ჩატარებას კანონმდებლობით განსაზღვრული სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად;“.

5. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგამოძიებო ქვემდებარეობის გათვალისწინებით შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი