სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-330/ო
2019 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაზე“ (მისამართი: ლანჩხუთი, თავისუფლების ქ. №34) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ №002221 (ბრძანება №02-705/ო 28. 04. 2016წ)
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6)
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ დირექტორის მ. ბურდულის განცხადებები: №142803 15. 10. 2019წ, №143758 17.10.2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი ზაალ კაპანაძე