სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-336/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-336/

2019 წლის 21 ოქტომბერი

ქ.თბილისი

სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  ვბრძანებ:

1. მიეცეს ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, სერგი ჭილაიას ქ. №4) სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6)

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: ა(ა)იპ –  საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერის თ.შარაშიძის განაცხადი №142772 15.10.2019წ.; ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-947-105 18.10.2019წ.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  ზაალ კაპანაძე.