„ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზოგიერთი ტიპის საქმიანობის ლიცენზიის მიღების კანდიდატ იურიდიულ პირთა მიერ ფინანსთა სამინისტროში დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ“
მიღების თარიღი 06.12.1995
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 090.012.000.079
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 25/12/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზოგიერთი ტიპის საქმიანობის ლიცენზიის მიღების კანდიდატ იურიდიულ პირთა მიერ ფინანსთა სამინისტროში დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №143
1995 წლის 6 დეკემბერი
ქ.თბილისი
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზოგიერთი ტიპის საქმიანობის ლიცენზიის მიღების კანდიდატ იურიდიულ პირთა მიერ ფინანსთა სამინისტროში დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ზოგიერთი ტიპის საქმიანობის ლიცენზიის მიღების კანდიდატმა იურიდიულმა პირებმა ფინანსთა სამინისტროში „ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და იმ ინსტიტუციონალურ მონაწილეთა პიროვნული და ინსტიტუციონალური ლიცენზირების წესით" განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ
I. ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, სადაც ისინი იმყოფებიან აღრიცხვაზე, იმის შესახებ, რომ არ გააჩნიათ ბიუჯეტში გადასახადების დავალიანება.
მინისტრი დ. იაკობიძე