სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.12.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №57.05.1223
სარეგისტრაციო კოდი 170.012.000.082
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 04/12/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება
ოქმი №57.05.1223
1995 წლის 4 დეკემბერი
სახელმწიფო მფლობელისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
სამინისტროს მიერ შემუშავებულია და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროსთან შეთანხმების (წერილი №II-3/3-679,27.II.95 წ.) საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგია
ადგენს:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო მფლობელისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკა“ /თან ერთვის/.
2. დაევალოს იურიდიულ განყოფილებას „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ კ. იოსელიანს.
მინისტრი
კოლეგიის თავმჯდომარე ა. სილაგაძე
კოლეგიის მდივანი ნ. მეტრეველი