„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№216/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.017836
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №216/ნ

2019 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე მუხლი:

„მუხლი 39. 2019 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების მიზნით, დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალური პროგრამაში ასახული მონაცემების ცვლილების წესი

1. დაწესებულებას უფლება აქვს, შეცვალოს 2019 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების ფარგლებში, მის მიერ მართვის სისტემის სპეციალური პროგრამაში ამ წესის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ასახული ინფორმაცია პროგრამაზე მისაღები თავისუფალი ადგილების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას პროგრამის განხორციელების უფლება ასევე მოპოვებული აქვს ისე, რომ ამ პროგრამის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში და ამ პროგრამაზე მისაღები ადგილების ზღვრული ოდენობა საერთოა განხორციელების გზის მიუხედავად.“.

მუხლი 2
დაწესებულება ვალდებულია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლით გათვალისწინებული ცვლილების მოთხოვნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2019.
როდის იქნა მიღებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.10.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №216/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.017836.
რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №216/ნ, 31.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017836 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4693750/