⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.10.2025)
გაუქმებულია:

მეთოდური მითითებანი „საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 15.01.1996
ძალის დაკარგვა 21.10.2025
გამომცემი ორგანო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 180.013.000.086
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 15/01/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 343 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.1996 მიღება
21.10.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მეთოდური მითითებანი „საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის თავმჯდომარის ბრძანება №31 1996 წლის 15 იანვარი მეთოდური მითითებანი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე ტარიფების სიდიდის განსაზღვრა უეჭველად უნდა ეყრდნობოდეს მარშრუტზე მომუშავე მოძრავი შემადგენლობაში სრული დანახარჯების დაფარვის პრინციპს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მოკლე დროში მათ მუშაობას აზრი დაეკარგება. ეს პრინციპი პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ტარიფი მგზავრთა გადაყვანაზე ცალსახად შეესაბამება სრულ დანახარჯებს, ხოლო მოძრავმა შემადგენლობამ ისეთნაირად უნდა იმუშაოს, რომ მაქსიმალურად შეამციროს საკუთარი ხარკები. მაშინ, როდესაც მარშრუტზე მუშაობს სხვადასხვა ტიპის მოძრავი შემადგენლობა, ამ შემთხვევაში ტარიფი ნაკლებად ეფექტიანად მომუშავე მოძრავი შემადგენლობის დანახარჯებს შეესაბამება. ამ მიდგომის გამოყენების აუცილებლობას განაპირობებს ის, რომ მგზავრთა გადაყვანაზე ვრცელდება ფასებისა და ტარიფების პირდაპირი სახელმწიფო რეგულირება და ამასთან აუცილებელი ხდება ქსელში ყველაზე ეფექტიანი მოძრავი შემადგენლობის მოზიდვა, რითაც ნაკლებად გაბინძურდება გარემო, შენარჩუნდება მგზავრთა გადაყვანაზე სტაბილური ტარიფები. წინამდებარე ნორმატიულ დოკუმენტში ადრეულისაგან განსხვავებით მძღოლის ერთი თვის ძირითადი ხელფასის მინიმალურ დონედ რეკომენდირებულია განისაზღვროს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ გაანგარიშებული მინიმალური სამომხმარებლო (საცხოვრებელი) ბიუჯეტი. ამ ღონისძიების გატარების საჭიროებას განაპირობებს დაბეგვრისა და შემოსავლების აღრიცხვის გაუმჯობესების აუცილებლობა და შესაბამისად ბიუჯეტში რეალურად ჩასარიცხი თანხების განსაზღვრა. საგულისხმოა ისიც, რომ მარშრუტზე მომუშავე მანქანებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არავითარი შეღავათი არ ეძლევათ, რაც ცხადია მოძრავი შემადგენლობის მფლობელებს აიძულებს იზრუნონ ახალი, ეფექტიანი, თანამედროვე მანქანების შეძენისათვის. წინამდებარე მეთოდიკის საფუძველზე, სადაც მოცემულია ძირითადად ყველა საჭირო საცნობარო - ნორმატიული მასალა, მათი გამოყენების წესი სათანადო კომენტარებით, სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების გაანგარიშებას და დამტკიცებას ახორციელებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი. ავტოტრანსპორტით მგზავრთა მომსახურების თვითღირებულების შემადგენელი მუხლებია: - მძღოლის შრომის ანაზღაურების ხარჯი; - საწვავის ხარჯი; - შემზეთ-საცხები მასალების ხარჯი; - საბურავების ცვეთის აღდგენისა და შეკეთების ხარჯი; - მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ხარჯი; - მოძრავი შემადგენლობის მთლიანი აღდგენის საამორტიზაციო ანარიცხები; - გადასახადი სატრანსპორტო საშუალებათა ფლობისათვის; - საერთო სამეურნეო (ზედნადები) ხარჯები; - ანარიცხები საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის; - ანარიცხები მგზავრთა სავალდებულო დაზღვევაზე; - გადასახადი ავტოსადგურების მომსახურებაზე. სატრანსპორტო მომსახურების ერთეულზე ხარჯების სიდიდის გამოთვლისას მომსახურების ერთეულად აღებულია ავტომობილის ერთ კილომეტრზე გარბენა, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ერთი მგზავრკილომეტრის ღირებულების (ტარიფის) და გამომდინარე აქედან ბილეთის ღირებულების (ფასის) დადგენა. გავშიფროთ მომსახურების თვითღირებულების თითოეული მუხლი საწყისი მონაცემებისა (დანართი 1) და მომსახურების ღირებულების (დანართი 2) კალკულაციის ფორმების მიხედვით.