⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის რეგიონალური ორგანოს ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 26.04.1996
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-76
სარეგისტრაციო კოდი 150.012.000.092
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 30/04/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 992 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.1996 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
(რეგიონალური ორგანოს დასახელება) საშტატო ერთეული
ს უ ლ 10
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის რეგიონალური ორგანოს ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის ბრძანება № 2-76 1996 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის  სამსახურის რეგიონალური ორგანოს ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 ივნისის №253 ბრძანებულების და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 8 დეკემბრის №755 დადგენილების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის რეგიონალური ორგანოს ტიპიური დებულება (თან ერთვის), რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა, იუსტიციის სამინისტროებთან და "საქსტანდარტთან". 2. ეთხოვოს მმართველობის სამხარეო, რაიონული (საქალაქო) ორგანოების ხელმძღვანელებს აღმოუჩინონ ყოველმხრივი დახმარება სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურს რეგიონალური ორგანოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. მ ი ნ ი ს ტ რ ი                                                                                  ბ. გულუა შეთანხმებულია: დ .ნაკანი შ. კიკალიშვილი ა. კოპალეიშვილი ი. ლომთათიძე რ. სულთანიშვილი თ. ჭელიძე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის რეგიონალური ორგანოს ტიპიური დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის /შემდგომში სახელმწიფო სამსახურის/ რეგიონალური ორგანო /შემდგომში ორგანო/ ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სამსახურის ფუნქციებსა და უფლებებს სახელმწიფო სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით მისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მინიჭებული აქვს ამ დებულებით და სამსახურის გადაწყვეტილებებით. 1.2. ორგანო თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობით და ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით; 1.3. ორგანო წარმოადგენს სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის რეგიონალურ რგოლს, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, სოფლის მეურნეობისა ლა სურსათის სამინისტროს გადაწყვეტილებებით, ბრძანებებით, წინამდებარე დებულების საფუძველზე შემუშავებული და სახელმწიფო სამსახურის მიერ დამტკიცებული დებულებით; მას აქვს ბანკში ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები /მათ შორის სავალუტო/, ბეჭედი, ბლანკები, შტამპები და სხვა; 1.4. ორგანოს დაფინანსება და შენახვა ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ლა მის მიერ განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული სპეციალური სახსრების ანარიცხებიდან; 1.5.ორგანო მოქმედებს კანონმდებლობის დაცვისათვის პერსონალური პასუხისმგებლობის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვის და მოქალაქეთა უფლებების პატივისცემის პრინციპების საფუძველზე; 1.6. ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს სახელმწიფო სამსახური, ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, სოფლის მეურნეობისა ლა სურსათის სამინისტროსთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით. 2. ძირითადი ამოცანები ორგანოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: - სამოქმედო ტერიტორიაზე ჩაის, საკონდიტრო, საკონსერვო, ხორცისა და რძის, თამბაქოს ნაწარმის, მცენარეული ზეთის, ლულის, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების /შემდგომში პროდუქტების/ სასაქონლო წარმოებაზე საწარმოებისათვის /შემდგომში საწარმოები/ მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიუხედავად სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებით განცხადების განხილვა; - საწარმოების მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მასალების დოკუმენტური ექსპერტიზა; - საწარმოს სახელმწიფო ლიცენზირების წესებით გათვალისწინებული დოკუმენტური მოთხოვნების შესაბამისობაზე ადგილზე დასკვნის გაცემა; - საწარმოს სტაბილურობის, ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესების მდგომარეობის შესწავლა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და სათანადო დასკვნების გაცემა; - დოკუმენტალური, ტექნიკური ლა ტექნოლოგიური ექსპერტიზის და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციათა წესებისა და ნორმების მოთხოვნათა შესწავლის საფუძველზე სათანადო აქტის შედგენა; - პროდუქტების ნიმუშების აღება და იდენტიფიცირება მოქმედი ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად; - ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტებისა და მასალების მომზადება და სახელმწიფო სამსახურში წარდგენა; - საწარმოების ლიცენზირების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა და დადგენილი პერიოდულობით სახელმწიფო სამსახურში ინფორმაციის წარდგენა; - საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება ლიცენზირების მოქმედების შეჩერების შესახებ და სახელმწიფო სამსახურში წარდგენა განსახილველად; - თანამშრომლობა რეგიონალურ მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებთან. 3. უ ფ ლ ე ბ ე ბ ი დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ორგანოს უფლება აქვს: - მისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს სახელმწიფო სამსახური ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში; - განახორციელოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფო სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოები დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში; - მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო მასალა და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ამ დებულების და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. - დასვას საკითხი, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო სამსახურის წინაშე სახელმწიფო სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადო დონეზე შესასრულებლად დახმარების აღმოჩენის შესახებ; - აწარმოოს მიმოწერა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან და საწარმოებთან მისი კომპეტენციის ფარგლებში; - ადგილზე განახორციელოს სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებების, მიწერილობების, ინფორმაციისა და სხვა დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების პერიოდული კონტროლი. 4. პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა 4.1. ორგანო მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების, აგრეთვე დავალებების შეუსრულებლობის, სამეურნეო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების შემთხვევაში პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 4.2. ორგანო პასუხისმგებელია სახელმწიფო სამსახურში ლიცენზიის გასაცემად წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მასალების უტყუარობაზე; 4.3. ორგანო ვალდებულია სახელმწიფო სამსახურში წარადგინოს პროდუქტები რთული და აუცილებელი ანალიტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად, სასაქონლო წარმოებაზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, თუ ასეთი ექსპერტიზის ჩატარება ადგილზე შეუძლებელია. 5. ორგანოს საქმიანობის ხელძღვანელობა და ორგანიზაცია 5.1. ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე წარადგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანო და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო სამსახურის უფროსი. 5.2. ორგანოს უფროსი: - ანაწილებს მოვალეობებს ორგანოს მუშაკებს შორის, გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს /ტიპიურის საფუძველზე/, მშრომელთა შესრულება სავალდებულოა ორგანოს მუშაკთათვის; - ამტკიცებს ორგანოს სტრუქტურას, სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმების შემდეგ, საშტატო განრიგს, ნიშნავს და ათავისუფლებს ორგანოს მუშაკებს. საჭიროების შემთხვევაში ღებულობს მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ზომებს; - იყენებს ორგანოს ქონებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე; 5.3. ორგანოს უფროსი პერსონალურად პასუხისმგებელია ორგანოს ამოცანებისა ლა ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე; 5.4. ორგანო ანგარიშვალდებულია სახელმწიფო სამსახურის წინაშე თავისი საქმიანობის შესახებ. 6. ქ ო ნ ე ბ ა 6.1. ორგანოს ქონება შედგება იმ ქონებისაგან, რომელიც გადაცემული აქვს მას თავისი ფუნქციების შესასრულებლად; 6.2. ორგანოს მიერ განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული სპეციალური სახსრების ანარიცხებიდან დარჩენილი თანხები გამოიყენება ორგანოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისათვის, მათი მატერიალური წახალისებისათვის, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ორგანოს ტექნიკური ბაზის სრულყოფისათვის და სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის. 7. ორგანოს შექმნა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია 7.1. ორგანოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სამსახური სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით, სათანადო პირობების /რთული და აუცილებელი კომპლექსურ-ანალიტიკური სამუშაოების: ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, მიკრობიოლოგიური, რადიოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სხვ. ჩატარებისათვის საჭირო ტექნიკური დონე, პერსონალის კვალიფიკაცია, საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციათა ფონდი და სხვა/ არსებობის შესახებ საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე; 7.2. ორგანოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება სახელმწიფო სამსახურის მიერ საქართვლოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის რეგიონალური ორგანოს რეკომენდირებული საშტატო განრიგი (რეგიონალური ორგანოს დასახელება) საშტატო ერთეული ხელფასის განაკვეთი თვეში (ლარებში) რეგიონალური ორგანოს უფროსი ბუღალტერი მთ. სპეციალისტი (რეგიონისათვის წამყვანი დარგების მიხედვით) წამყვანი სპეციალისტი უფროსი სპეციალისტი დამხმარე პერსონალი 1 1 3 2 1 2 14-00 9-70 30-30 19-40 9-00 18-00 ს უ ლ 10 100-40 შენიშვნა: სახელმწიფო სამსახურის რეგიონალური ორგანოს მუშაკთა ხელფასები განსაზღვრულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში მოქმედი სატარიფო განაკვეთების მიხედვით.