# სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
- მიმღები ორგანო: სახელმწიფო ინსპექტორი
- დოკუმენტის ნომერი: №10
- მიღების თარიღი: 01.11.2019
- კონსოლიდირებული რედაქცია: 01.11.2019
- სარეგისტრაციო კოდი: 010100000.72.084.016010
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4695540/0
- წყარო: https://legali.ge/law/4695540/

> ეს არის 01.11.2019 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაიადანართი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი

პრეამბულა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საგამოძიებო დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს (შემდგომში – თანამშრომელი) გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ საჯარო სამსახური საზოგადოების მიერ გამოცხადებულ ნდობას გულისხმობს. თანამშრომელი უნდა ხელმძღვანელობდეს წესიერების, პატიოსნების, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმებითა და პრინციპებით. სამსახურის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თანამშრომელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებები და არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობასა და სამსახურის იმიჯზე  უარყოფით გავლენას მოახდენს. თანამშრომელი საკუთარი ქმედებით ხელს უნდა უწყობდეს სამსახურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცებას.

თავი I. ზოგადი დებულებან

[https://legali.ge/law/4695540/muxli-2/](https://legali.ge/law/4695540/muxli-2/)

---

## მუხლი 1. კოდექსის რეგულირების სფერო და მიზანი

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) ადგენს თანამშრომელთა ქცევის სტანდარტებს.

2. კოდექსის მიზანია ქცევის ისეთი ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობს:

ა) სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი, ეფექტიანი, სრულყოფილი და კვალიფიციური გამოძიების ჩატარებას;

ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და პატივისცემას;

გ) სამსახურებრივი მოვალეობების პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად შესრულებას;

დ) პროფესიულ და პირად საქმიანობაში თანამშრომლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების განუხრელად დაცვას;

ე) თანამშრომელთა საქმიანობაში თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას;

ვ) სამსახურისა და თანამშრომელთა საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას;

ზ) თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვა

[https://legali.ge/law/4695540/muxli-1-2/](https://legali.ge/law/4695540/muxli-1-2/)

---

## მუხლი 5. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა

_თავი II — თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და უნდა იცავდეს მათ. პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპი სავალდებულოა თანამშრომლისათვის.

2. თანამშრომელმა პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

3. თანამშრომელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას. თანამშრომელმა უნდა დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნით. ამავე დროს დაუშვებელია თანამშრომელმა განახორციელოს რაიმე სახის დისკრიმინაციული ქმედება.

4. თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და თავისებურებებ

[https://legali.ge/law/4695540/muxli-5/](https://legali.ge/law/4695540/muxli-5/)

---

## მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

_თავი II — თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ პოლიტიკური მრწამსის ნიშნების აშკარა დემონსტრირება.

2. თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენო

[https://legali.ge/law/4695540/muxli-6/](https://legali.ge/law/4695540/muxli-6/)

---

## მუხლი 7. ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა

_თავი II — თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. თანამშრომელი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი უნდა იყოს და ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა.

2. თანამშრომელმა უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც შთაბეჭდილების შექმნა მის არაობიექტურობასთან, მიკერძოებულობასთან და უსამართლობასთან დაკავშირებით.

3. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით თანამშრომელი არ უნდა მოექცეს ცალკეული პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა და პოლიტიკოსთა), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ.

4. თანამშრომელი უნდა იცავდეს უდანაშაულობის პრეზუმფცია

[https://legali.ge/law/4695540/muxli-7/](https://legali.ge/law/4695540/muxli-7/)

---

## მუხლი 8. პროფესიონალიზმი

_თავი II — თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. თანამშრომელი ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვით, ეფექტიანად, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები.

2. თანამშრომელი ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სწრაფი რეაგირება და სრულყოფილი გამოძიება - სრული მოცულობით ჩაატაროს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ ვადაში.

3. თანამშრომელი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითები

[https://legali.ge/law/4695540/muxli-8/](https://legali.ge/law/4695540/muxli-8/)

---

## მუხლი 10. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

_თავი II — თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

დაუშვებელია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა, პერსონალურ მონაცემთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის უგულებელყოფით მესამე პირთათვის გამჟღავნება ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება.

თავი III. კოლეგებთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან  და საზოგადოებასთან ურთიერთო

[https://legali.ge/law/4695540/muxli-10/](https://legali.ge/law/4695540/muxli-10/)

---

## მუხლი 11. კოლეგებთან ურთიერთობა

_თავი III — კოლეგებთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან  და საზოგადოებასთან ურთიერთობა_

1. კოლეგებთან ურთიერთობისას თანამშრომელი უნდა ხელმძღვანელობდეს პატივისცემისა და პროფესიული სოლიდარობის პრინციპით.

2. თანამშრომელი:

ა) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;

გ) თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან;

დ) არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს ან შეაფერხებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

ე) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას კოლეგის შეცდომასა და ხარვეზებზე;

ვ) უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.

3. თანამშრომელმა წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაშ

[https://legali.ge/law/4695540/muxli-11/](https://legali.ge/law/4695540/muxli-11/)

---

## მუხლი 12. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობა

_თავი III — კოლეგებთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან  და საზოგადოებასთან ურთიერთობა_

1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას თავაზიანობის, პატივისცემის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმები და პრინციპები.

2. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას თანამშრომელი ვალდებულია თავი შეიკავოს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ქმედებებისაგან ან/და განცხადებების გაკეთებისაგან, პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ან აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან, ასევე საქმისადმი პირადი დამოკიდებულების გამოვლენისაგან.

3. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას დაუშვებელია თანამშრომელი იყოს ფამილარული, მან უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი, ფაქტებზე დაფუძნებული კომუნიკაცი

[https://legali.ge/law/4695540/muxli-12/](https://legali.ge/law/4695540/muxli-12/)

---

## მუხლი 13. კომენტარები სისხლის სამართლის საქმეზე

_თავი III — კოლეგებთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან  და საზოგადოებასთან ურთიერთობა_

1. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ მისი ან სამსახურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს.

2. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ მისი ან სამსახურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს პროცესის რომელიმე მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე.

3. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ საჯაროდ ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ეწინააღმდეგება სამსახურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზ

[https://legali.ge/law/4695540/muxli-13/](https://legali.ge/law/4695540/muxli-13/)

---

## მუხლი 14. საზოგადოებასთან ურთიერთობა

_თავი III — კოლეგებთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან  და საზოგადოებასთან ურთიერთობა_

1. საზოგადოებასთან ურთიერთობისას თანამშრომელი უნდა ხელმძღვანელობდეს სამსახურის, როგორც ინსტიტუტის საუკეთესო რეპუტაციის პრიორიტეტით. ის პატივისცემით უნდა მოეპყრას თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას. თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

2. დაუშვებელია დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული შეხედულებების გამოხატვა.

3. თანამშრომლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი, კორექტული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამსახურის ინტერესებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სამსახურის პოზიცია.

4. თანამშრომელს, რომელიც აკეთებს განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, უფლება აქვს, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ მოცულობის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც მოცემული დროისათვის მისთვის არის ცნობილ

[https://legali.ge/law/4695540/muxli-14/](https://legali.ge/law/4695540/muxli-14/)

---

## მუხლი 15. ქმედებები ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში

_თავი III — კოლეგებთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან  და საზოგადოებასთან ურთიერთობა_

1. დაუშვებელია თანამშრომლის მირ ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში სამსახურებრივი საკითხების არამართლზომიერი განხილვა-გაშუქება, სამსახურის დისკრედიტაცია, უხამსი/არაეთიკური ტერმინოლოგიის და ვიდეო-ფოტომასალის განთავსება.

2. თანამშრომელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში მის მიერ განხორციელებული ქმედება შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სამსახურის პოზიცია.

3. თანამშრომლის მიერ ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში განხორციელებული ქმედებები უნდა იყოს კორექტული და თავისი შინაარსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს.

თავი IV. თანამშრომლის ქცევის სხვა წესე

[https://legali.ge/law/4695540/muxli-15/](https://legali.ge/law/4695540/muxli-15/)

---

## მუხლი 16. შეუფერებელი მდგომარეობა

_თავი IV — თანამშრომლის ქცევის სხვა წესები_

1. თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია თანამშრომლის ღირსებისათვის. ამასთან, თანამშრომლის ვალია, ღირსეულად იქცეოდეს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდეს სამსახურის რეპუტაციასა და სახელს.

2. სამსახურის შენობებში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.

3. თანამშრომელი არ უნდა ჩაერთოს დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში, რომელიც ლახავს სამსახურის ინტერესებს ან/და სახელს.

4. თანამშრომელს ეკრძალება სამორინესა თუ სათამაშო აპარატების სალონებში შესვლა, ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშში ჩართვა, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ამგვარი ქმედების საჭიროება დგება თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე.

5. თანამშრომელს ეკრძალება ფორმის ტანსაცმლით შეუფერებელ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების მოხმარების, სტრიპტიზის და პროსტიტუციის ადგილები).

6. თანამშრომელს ეკრძალება ბილწსიტყვაობა ან/და შეუფერებელი ჟესტიკულაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, კონფლიქტური ვითარების შექმნა ან/და კონფლიქტის ექსკალაცია, რაც ლახავს სამსახურის ინტერესებს ან/და სახელ

[https://legali.ge/law/4695540/muxli-16/](https://legali.ge/law/4695540/muxli-16/)

---

## მუხლი 17. სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის გამოყენება

_თავი IV — თანამშრომლის ქცევის სხვა წესები_

1. თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის შენახვისა და ტარებისას.

2. თანამშრომელი ვალდებულია, თავი შეიკავოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება.

3. თანამშრომელს ეკრძალება კანონით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირს გადასცეს მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობა/სპეციალური ჟეტონ

[https://legali.ge/law/4695540/muxli-17/](https://legali.ge/law/4695540/muxli-17/)

---

## მუხლი 18. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება

_თავი IV — თანამშრომლის ქცევის სხვა წესები_

1. თანამშრომელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და კანონით დადგენილი წესით.

2. დაუშვებელია:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;

დ) თანამშრომლის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას;

ე) თანამშრომლის მიერ ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს სამსახურის ინტერესს;

ვ) თანამშრომლის მიერ ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება პირადი გამორჩენის გამო;

ზ) თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წააქეზოს ან აიძულოს სხვა პირი, მოუტანოს ნებისმიერი სახის სარგებელი მას ან მასთან დაახლოებულ პირს;

თ) თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან დაწინაურების საფუძველი იყოს მისი ნათესაური ან სხვა ახლო კავშირი სამსახურის სხვა თანამშრომელთან;

ი) თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დროის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება არასაპატიო მიზეზი

[https://legali.ge/law/4695540/muxli-18/](https://legali.ge/law/4695540/muxli-18/)

---

## მუხლი 20. სამსახურის ქონებით სარგებლობა

_თავი IV — თანამშრომლის ქცევის სხვა წესები_

1. თანამშრომელი ვალდებულია გაუფრთხილდეს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ და დაიცვას უსაფრთხოების ზომები. 2. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება პირადი მიზნებისათვის.

3. თანამშრომელი ვალდებულია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსების დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

4. თანამშრომელი ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დააბრუნოს მასზე მინდობილი სამსახურებრივი ქონებ

[https://legali.ge/law/4695540/muxli-20/](https://legali.ge/law/4695540/muxli-20/)

---

## მუხლი 23. ინტერესთა შეუთავსებლობა

_თავი V — ინტერესთა შეუთავსებლობა_

1. თანამშრომელმა უნდა დაიცვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესები, რომლებიც შეუთავსებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

3. თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში.

4. დაუშვებელია სამსახურში ან/და მის ფარგლებს გარეთ თანამშრომელი ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია სამსახურის ინტერესებთა

[https://legali.ge/law/4695540/muxli-23/](https://legali.ge/law/4695540/muxli-23/)

---

## მუხლი 24. საჩუქარი

_თავი V — ინტერესთა შეუთავსებლობა_

1. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

2. თანამშრომელმა არ უნდა მოითხოვოს ან/და არ უნდა მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური სიკეთე იმ პირისგან, რომელიც დაინტერესებულია მისი, როგორც თანამშრომლის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელებით.

3. თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს საჩუქრის მიღებისაგან, ყველა იმ პირის მხრიდან, რომელიც რაიმე ფორმით დაინტერესებულია თანამშრომლის წარმოებაში არსებული საქმით, ან თუ ამგვარი ქმედება წარმოადგენს თანამშრომელზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ან შესაძლოა მომავალში მოახდინოს ასეთი ზეგავლენა.

თავი VI. პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისთვის

თავი 25. პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისთვის

კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობა

[https://legali.ge/law/4695540/muxli-24/](https://legali.ge/law/4695540/muxli-24/)
